რუსეთის მანევრები CASAREX 2025, რომელიც „ივლისის ქარიშხალში“ გადადის

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
გამოწერა
საზაფხულო საბრძოლო მომზადების ციკლში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა სინქრონულად ოთხი ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების ძალები და საშუალებები გააერთიანა — ჩრდილოეთის, ბალტიის, წყნარი ოკეანის ფლოტებისა და კასპიის ფლოტილიის. მეხუთე გაერთიანება — შავი ზღვის ფლოტი — მოქმედებს სპეციალური გეგმით და მუდმივად ასრულებს საბრძოლო ამოცანებს უკრაინის ფრონტზე, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.
კასპიის ზღვაში 23 ივლისს სამდღიანი ერთობლივი წვრთნები CASAREX 2025 დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ირანისა და რუსეთის გემები და საზღვაო ავიაცია. მანევრების მიზანი - კასპიისპირა ქვეყნების საზღვაო უსაფრთხოების დონის ამაღლება და ურთიერთქმედების გაუმჯობესება — მიღწეული იქნა. სწავლება და საზეიმო საზღვაო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ირანის საბრძოლო გემები „სეპარი“, „ფეიკანი“, „ჯოშანი“, „დერფაში“, „შაჰიდ ბასირი“, გაიმართა ლოზუნგით: „ერთად — უსაფრთხო და სტაბილური კასპიის ზღვისთვის“.
ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ეჭვები, თითქოს, წვრთნები მიზანმიმართულ ხასიათს მატარებდა ან რაიმე საფრთხეებს წარმოადგენდა.
წვრთნების CASAREX 2025-ის დასრულებისთანავე კასპიისა და ბალტიის ზღვებში, წყნარ და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებში დაიწყო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული წვრთნა „ივლისის ქარიშხალი“. 23–27 ივლისს სხვადასხვა საზღვაო ზონაში ამოცანებს ასრულებს 15 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჩართულია 150 გემი და ხომალდი, 120 საფრენი აპარატი და 10 სანაპირო სარაკეტო სისტემა.
ამოწმებენ ფლოტებისა და ფლოტილიის გემების, ავიაციისა და სანაპირო ძალების მზადყოფნას არატიპური ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად, შორსმსროლელი იარაღის, უპილოტო სისტემების, თანამედროვე და პერსპექტიული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის კომპლექსური გამოყენებისთვის.
დასახულ საბრძოლო რაიონებში ეკიპაჟები ამუშავებენ დისლოცირებას, საჰაერო თავდაცვას, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლას, უპილოტო კატარღების შეტევების მოგერიებას (განადგურებას), დარტყმებს სანაპირო ობიექტებზე და მოწინააღმდეგის საზღვაო დაჯგუფებებზე.
კასპიის ფლოტილიის „ბალის“ სანაპირო სარაკეტო დივიზიონმა 50 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა და გამშვები დანადგარები სანაპიროზე მოაქცია, მზადყოფნაშია ზღვაში მყოფი მიზნების დასაზიანებლად 120 კმ მანძილზე.
ბალტიისა და ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო ბაზების სარაკეტო-საარტილერიო გარნიზონებმა პრაქტიკულად სრულად დაამუშავეს ზედაპირული სამიზნეების აღმოჩენის, თვალთვალისა და განადგურების სრული ციკლი. ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითები ხმელევკას პოლიგონზე ავითარებენ უნარებს კალინინგრადის ოლქის სანაპიროს სადესანტო თავდაცვის მიმართულებით. აქ მზად არიან NATO-დან მოუმზადებელი სტუმრების „მხურვალე მიღებისთვის“ —.
ჩრდილოეთის ფლოტის გემებმა — სარაკეტო კრეისერმა „მარშალ უსტინოვმა“, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო დიდმა გემმა „ადმირალ ლევჩენკომ“, მცირე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემებმა „სნეჟნოგორსკმა“ და „იუნგამ“ — ბარენცის ზღვაში საჰაერო შეტევის საშუალებების იერიში მოიგერიეს და ოპერატიული წვრთნის ამოცანების შესრულებას აგრძელებენ.
წყნარი ოკეანის ფლოტის კორვეტმა „გრემიაშჩიმ“ სარაკეტო სროლა წყალქვეშა სამიზნეზე წარმატებით განახორციელა. წყნარი ოკეანის ფლოტის ანტიდივერსიული ქვედანაყოფები საბაზო პუნქტების დაცვას ამყარებენ და აუმჯობესებენ კამჩატკისა და პრიმორიის მხარეებში. ვლადივოსტოკთან, აღმოსავლეთ ბოსფორის სრუტის შესასვლელთან, დროულად იქნა აღმოჩენილი და განეიტრალებული მოწინააღმდეგის უპილოტო კატარღა. და ეს „ივლისის ქარიშხლის“ მხოლოდ დასაწყისია.
წვრთნის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ზედაპირული და წყალქვეშა ძალები, საზღვაო ავიაცია და სანაპირო ჯარები ამუშავებენ და სრულყოფენ საზღვაო ბაზების, საბაზო პუნქტების, საზღვაო ეკონომიკური აქტივობების ობიექტებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დაცვის ამოცანებს.
გემების რაოდენობით (419 ერთეული) რუსეთის ფლოტი მხოლოდ ჩინეთისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს ჩამორჩება, თუმცა, ხარისხით (ტექნოლოგიური დონე) და საბრძოლო ძალით (სარაკეტო-ბირთვული პოტენციალი) მას პრეტენზია აქვს, იყოს მსოფლიოში პირველი.
თანამედროვე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეუძლია ნებისმიერი სირთულის ამოცანების ეფექტიანი შესრულება მსოფლიო ოკეანის ყველა უბანზე. ის გარე პოლიტიკის, ეროვნული ინტერესების და რუსეთისა და მისი მოკავშირეების დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
რუსეთის სამხრდრო ფლოტის პოტენციალი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ფლოტის ყველა ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების ინტეგრაციის ჭრილში. რუსეთის შეიარაღებული ძალები არის ერთიანი საბრძოლო ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია, ოპერატიულად უპასუხოს გამოწვევებსა და საფრთხეებს, თანაზომადად ან ასიმეტრიულად.
ამგვარად, „ივლისის ქარიშხლის“ ფონზე, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შორი ავიაციის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Ту-95МС 23 ივლისს განახორციელეს 15-საათიანი გეგმიური ფრენა ბერინგის ზღვის ნეიტრალურ წყლებში, გამანადგურებლების Су-35С და Су-30СМ-ის თანხლებით. 24 ივლისის ღამით კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯგუფური იერიში მიიტანეს შორსმსროლელი იარაღითა და დრონებით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე და ენერგეტიკის ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას უზრუნველყოფენ.
ჯგუფური იერიში გულისხმობდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების (შავი ზღვის ფლოტის) სარაკეტო სისტემების მონაწილეობას.
„ივლისის ქარიშხალი“ გრძელდება საბრძოლო მოქმედებების ყველა გარემოში და სფეროში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0