https://sputnik-georgia.com/20250725/vachroba-saqartve-s-da-rusets-shoris-statistika-ganaxlda-294281761.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
რით ვაჭრობენ საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონის მიუხედავად 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T12:20+0400
2025-07-25T12:20+0400
2025-07-25T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323979_0:0:3419:1924_1920x0_80_0_0_9aab5869c2615640f21730dbd1cfb239.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2025 წლის ექვს თვეში 10,7% შეადგინა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 77,3 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, შაქრიანი მინერალური და გაზიანი წყლები - 31,2 ათასი ტონა, 26,5 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 16,7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, ასევე 4,1 ათასი ტონა ხილი.რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ივნისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 118 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 476,2 ათასი ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი, 409,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 45,5 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 4,4 ათასი ტონა მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323979_843:0:3419:1932_1920x0_80_0_0_341766e8693f6ae445f1d1d4ca74c15e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
რით ვაჭრობენ საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონის მიუხედავად
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2025 წლის ექვს თვეში 10,7% შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 77,3 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, შაქრიანი მინერალური და გაზიანი წყლები - 31,2 ათასი ტონა, 26,5 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 16,7 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, ასევე 4,1 ათასი ტონა ხილი.
რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ივნისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 118 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 476,2 ათასი ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი, 409,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 45,5 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 4,4 ათასი ტონა მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.
2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.