https://sputnik-georgia.com/20250725/saqartvelosi-myofi-rusetis-moqalaqeebidan-yoveli-mexute-rezidenti-piria-294282909.html
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიდან ყოველი მეხუთე რეზიდენტი პირია
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიდან ყოველი მეხუთე რეზიდენტი პირია
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 17,2% შეადგინა. 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T14:21+0400
2025-07-25T14:21+0400
2025-07-25T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957100_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_971547a08a713e8b496968721158b01d.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20,1% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით აქ ყოფნას აპირებს.2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20,1%, ბელარუსის მოქალაქეების 15,3% და უკრაინის 20,7%. თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.31 მარტის მონაცემებთან შედარებით, რუსეთიდან რეზიდენტთა რაოდენობა შემცირდა 4,3%-ით, ბელარუსიდან - 11,6%-ით, უკრაინიდან - 3,2%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 17,2% შეადგინა.2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე რუსეთის მოქალაქეებმა 280,8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 26,1%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათი ხარჯები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, შესაბამისად, 35,8 და 69,5 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია ისრაელიდან და ევროკავშირიდან ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1d/293957100_0:0:1823:1367_1920x0_80_0_0_f6c79318bb98836e4ea0c29de8edbfba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიდან ყოველი მეხუთე რეზიდენტი პირია
2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 17,2% შეადგინა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20,1% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით აქ ყოფნას აპირებს.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20,1%, ბელარუსის მოქალაქეების 15,3% და უკრაინის 20,7%. თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
31 მარტის მონაცემებთან შედარებით, რუსეთიდან რეზიდენტთა რაოდენობა შემცირდა 4,3%-ით, ბელარუსიდან - 11,6%-ით, უკრაინიდან - 3,2%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 17,2% შეადგინა.
2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე რუსეთის მოქალაქეებმა 280,8 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 26,1%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მათი ხარჯები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში, შესაბამისად, 35,8 და 69,5 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.
2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია ისრაელიდან და ევროკავშირიდან ჩამოსული ტურისტებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით.