https://sputnik-georgia.com/20250725/saqartvelosi-merzeveobis-dargis-modernizaciis-programa-ganaxlda-294282751.html
საქართველოში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა განახლდა
საქართველოში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა განახლდა
Sputnik საქართველო
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა სახელმწიფო პროექტია, რომლის მიზანიც კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის... 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T13:40+0400
2025-07-25T13:40+0400
2025-07-25T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277837384_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_563589ecebf6ba36fbd58d75e72ae039.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სოფლის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით სარგებლობის მსურველების განაცხადების მიღებას განაახლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება. განაცხადების მიღება რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში 3 მლნ ლარის ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება, ხოლო სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით კი განაცხადების გაკეთება 30 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობა, ასევე შესაძლებელია არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება; მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება (არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრის); სახელმწიფო ასევე დსააფინანსებს ალტერნატიულ საქმიანობებს ახალგაზრდებისთვის, რომელიც არაუმეტეს 200 კვ მ სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წლის, ხოლო ქალებს - 18-40 წლის ჩათვლით. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა სახელმწიფო პროექტია, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა, მისი მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ჯამურად გაფორმებულია 1.388 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 52 მილიონ ლარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/13/277837384_110:0:1930:1365_1920x0_80_0_0_80cd2973c05f48566cb7afe99c76853d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა განახლდა
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა სახელმწიფო პროექტია, რომლის მიზანიც კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სოფლის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით სარგებლობის მსურველების განაცხადების მიღებას განაახლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.
განაცხადების მიღება რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში 3 მლნ ლარის ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება, ხოლო სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით კი განაცხადების გაკეთება 30 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობა, ასევე შესაძლებელია არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება; მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება (არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრის);
სახელმწიფო ასევე დსააფინანსებს ალტერნატიულ საქმიანობებს ახალგაზრდებისთვის, რომელიც არაუმეტეს 200 კვ მ სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წლის, ხოლო ქალებს - 18-40 წლის ჩათვლით.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა სახელმწიფო პროექტია, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა, მისი მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ჯამურად გაფორმებულია 1.388 ხელშეკრულება, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 52 მილიონ ლარს.