https://sputnik-georgia.com/20250725/saqartvelo-da-aiib-klimaturi-reformebistvis-zalisxmevas-aertianeben-294286535.html
საქართველო და AIIB კლიმატური რეფორმებისთვის ძალისხმევას აერთიანებენ
საქართველო და AIIB კლიმატური რეფორმებისთვის ძალისხმევას აერთიანებენ
Sputnik საქართველო
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა. 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T20:34+0400
2025-07-25T20:34+0400
2025-07-25T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/19/294283291_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_356e16bd867498e58f044890b60123ef.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც საქართველოს კლიმატური კანონმდებლობის სრულყოფას ისახავს მიზნად, განიხილა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წარმომადგენლებთან.შეხვედრაზე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახალ კლიმატურ კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის შემუშავებამდე შეიქმნა „მწვანე“ და „თეთრი“ წიგნები, საკონსულტაციო დოკუმენტები, სადაც ძირითადი მიდგომები და მიმართულებებია მოყვანილი.კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კლიმატის კანონმა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს ამჟამად ფრაგმენტირებულსა და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში მიმოფანტულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის (MRV) დანერგვის მნიშვნელობას. ეს ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით არის განპირობებული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მომზადებაა ემისიებით ვაჭრობისთვის.მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/19/294283291_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_36947f5032e47581d266cfdd83225dde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს პარლამენტი
საქართველო და AIIB კლიმატური რეფორმებისთვის ძალისხმევას აერთიანებენ
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც საქართველოს კლიმატური კანონმდებლობის სრულყოფას ისახავს მიზნად, განიხილა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ახალ კლიმატურ კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის შემუშავებამდე შეიქმნა „მწვანე“ და „თეთრი“ წიგნები, საკონსულტაციო დოკუმენტები, სადაც ძირითადი მიდგომები და მიმართულებებია მოყვანილი.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კლიმატის კანონმა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს ამჟამად ფრაგმენტირებულსა და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში მიმოფანტულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის (MRV) დანერგვის მნიშვნელობას. ეს ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით არის განპირობებული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მომზადებაა ემისიებით ვაჭრობისთვის.
მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოცაა.
ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოების სხვა სექტორებში ინვესტირების გზით, აგრეთვე განვითარების სხვადასხვა ინსტიტუტებთან მრავალმხრივი და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა.
კერძოდ, AIIB აზიაში გზების, რკინიგზების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაფინანსებითაა დაკავებული.