https://sputnik-georgia.com/20250725/ras-vwamt-sursatis-erovnulma-saagentom-xili-brceuli-da-bostneuli-seamowma-294281912.html
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული შეამოწმა
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული შეამოწმა
Sputnik საქართველო
ლაბორატორიული კვლევით, საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია, აცხადებენ უწყებაში. 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T12:58+0400
2025-07-25T12:58+0400
2025-07-25T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/33/246073392_0:55:2714:1582_1920x0_80_0_0_059d60ad6192049d9de22515948dc3ea.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სეზონური ხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული შეამოწმა, რის შედეგადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები მხოლოდ კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში აღმოაჩინა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ივლისში სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით სარეალიზაციო ობიექტებიდან 84 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.სააგენტო ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეობსაც, რომლებშიც ჩანს როგორ ზომავენ კონტენტის ავტორები ნიტრატების შემცველობას ხილსა და ბაღჩეულში „სპეციალური" ხელსაწყოებით. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/33/246073392_61:0:2673:1959_1920x0_80_0_0_dd3142220f4e11ecce2128068e13173d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული შეამოწმა
ლაბორატორიული კვლევით, საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სეზონური ხილი, ბაღჩეული და ბოსტნეული შეამოწმა, რის შედეგადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები მხოლოდ კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში აღმოაჩინა, ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივლისში სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით სარეალიზაციო ობიექტებიდან 84 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
„ლაბორატორიული კვლევით, ყველა მაჩვენებელი დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში. ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეობსაც, რომლებშიც ჩანს როგორ ზომავენ კონტენტის ავტორები ნიტრატების შემცველობას ხილსა და ბაღჩეულში „სპეციალური" ხელსაწყოებით.
„კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის შედეგებს. შესაბამისად, საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აღნიშნავენ უწყებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი, კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების კვლევას. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის 400-მდე ნიმუშს იღებენ.