https://sputnik-georgia.com/20250725/batumsa-da-sows-pirdapiri-aviareisebi-daakavsirebs-294281387.html
ბათუმსა და სოჭს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
ბათუმსა და სოჭს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
Sputnik საქართველო
საკურორტო ქალაქებს შორის რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. 25.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-25T11:39+0400
2025-07-25T11:39+0400
2025-07-25T11:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277699262_0:0:3367:1895_1920x0_80_0_0_4ee47711c4cea25a3882511ddc6a2bc4.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimuth 2025 წლის 1 აგვისტოდან ბათუმსა და სოჭს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, იტყობინება ავიაკომპანიის ვებგვერდი.საკურორტო ქალაქებს შორის რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.სამშაბათობით, სოჭიდან გამოფრენა 17:30 საათზეა. მგზავრობის დრო 2 საათია. ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა 20:45 საათზეა. პარასკევს, სოჭიდან თვითმფრინავი გამოფრინდება 18:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან — 21:30 საათზე.ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.2023 წლიდან Azimuth Airlines ახორციელებს რეისებს საქართველოს მიმართულებით: თბილისის მიმართულებით — „ვნუკოვოდან“, „მინერალნიე ვოდიდან“, სოჭიდან, უფას და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებიდან, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში — „ვნუკოვოდან“.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277699262_636:0:3367:2048_1920x0_80_0_0_fe1a43e23258cfc98dacc0d383d2442d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთი
ბათუმსა და სოჭს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
საკურორტო ქალაქებს შორის რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimuth 2025 წლის 1 აგვისტოდან ბათუმსა და სოჭს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, იტყობინება ავიაკომპანიის ვებგვერდი.
საკურორტო ქალაქებს შორის რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
სამშაბათობით, სოჭიდან გამოფრენა 17:30 საათზეა. მგზავრობის დრო 2 საათია. ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა 20:45 საათზეა. პარასკევს, სოჭიდან თვითმფრინავი გამოფრინდება 18:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან — 21:30 საათზე.
ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
2023 წლიდან Azimuth Airlines ახორციელებს რეისებს საქართველოს მიმართულებით: თბილისის მიმართულებით — „ვნუკოვოდან“, „მინერალნიე ვოდიდან“, სოჭიდან, უფას და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებიდან, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში — „ვნუკოვოდან“.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.