https://sputnik-georgia.com/20250724/varketilsi-avariuli-saxlebidan-macxovreblebis-gamosaxlebas-dapirispireba-moyva-294266526.html
ვარკეთილში ავარიული სახლებიდან მაცხოვრებლების გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა
ვარკეთილში ავარიული სახლებიდან მაცხოვრებლების გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა
Sputnik საქართველო
პოლიცამ სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T13:07+0400
2025-07-24T13:07+0400
2025-07-24T13:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24858/81/248588166_0:148:1466:973_1920x0_80_0_0_0d5a94a2f8847930eedb865c9d4d0192.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ვარკეთილში, სადაც აღსრულების ბიურო ავარიული სახლიდან მოქალაქეების გამოყვანას ცდილობს, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანია დაკავებული, იუწყება „პირველი არხი“. თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში ცოტა ხნის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც აქ მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მოქალაქეები ბინებში შესვლას ითხოვნდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია დილიდან გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. უწყების ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება. ბიუროში იმასაც აცხადებენ, რომ ამ მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია 24 პირი; ბინასა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს; შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია. „აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი", – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24858/81/248588166_0:10:1466:1110_1920x0_80_0_0_016d5e3de14b645034574ca58fb866e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ვარკეთილში ავარიული სახლებიდან მაცხოვრებლების გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა
პოლიცამ სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ვარკეთილში, სადაც აღსრულების ბიურო ავარიული სახლიდან მოქალაქეების გამოყვანას ცდილობს, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანია დაკავებული, იუწყება „პირველი არხი“.
თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში ცოტა ხნის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც აქ მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მოქალაქეები ბინებში შესვლას ითხოვნდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია დილიდან გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მდებარეობს ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.
უწყების ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
„მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიუროში იმასაც აცხადებენ, რომ ამ მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია 24 პირი; ბინასა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს; შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია.
„აღსრულების ეროვნული ბიურო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი", – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.