https://sputnik-georgia.com/20250724/ra-unda-icode-tu-saqartvelosi-otxfexa-megobartan-ertad-isveneb-294271093.html
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, თუ საქართველოში ოთხფეხა მეგობართან ერთად ისვენებს
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, თუ საქართველოში ოთხფეხა მეგობართან ერთად ისვენებს
Sputnik საქართველო
ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში ძაღლების და კატების რაოდენობამ იმატა 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T18:04+0400
2025-07-24T18:04+0400
2025-07-24T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23819/67/238196735_0:203:2920:1846_1920x0_80_0_0_27f79ebb2f0438d9d8ed31ab456da633.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ძაღლებისა და კატების მეპატრონეებმა შინაური ცხოველების საქართველოში შემოყვანისას ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა იქონიონ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრც ელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში შავიზღვისპირეთში იმატა ოთხფეხა ტურისტების (ძაღლები, კატები) რაოდენობამ. შინაური ცხოველის საქართველოდან გაყვანისას კი სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია ცხოველის სააგენტოში მიყვანა.უწყება შავიზღვისპირეთში შინაურ ცხოველებთან ერთად ჩამოსულ ტურისტებს შეახსენებს, რომ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. სააგენტო უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.უწყების ცნობით, გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა. შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისთვის ასევე საჭიროა განაცხადი, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. განხსხვავებულია ევროკავშირის, აშშ-სა და თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში ცხოველების შეყვანის წესებიც. მაგალითისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა: ვაქცინაცია ცოფზე, ვაქცინაციის თარიღიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტი (გაყვანის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე).აშშ-ში გასაყვანად საჭიროა: მიკროჩიპის ნომერი ვაქცინაცია ცოფზე, ვაქცინაციის თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტის პასუხი , რომელზეც ცნობა გაიცემა 45 დღის გასვლის შემდეგ. ასვე აუცილებელია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობა.თანამეგობრობის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა: სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ (21 დღიანი კარანტინი).სერტიფიკატი გაიცემა 3 თვის ასაკიდან მხოლოდ ცოფზე ვაქცინირებულ ცხოველებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23819/67/238196735_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_1e39fbd389fe6b7cd9b41ab439c8c369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
რა უნდა იცოდეს ადამიანმა, თუ საქართველოში ოთხფეხა მეგობართან ერთად ისვენებს
ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში ძაღლების და კატების რაოდენობამ იმატა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ძაღლებისა და კატების მეპატრონეებმა შინაური ცხოველების საქართველოში შემოყვანისას ვეტერინარული სერტიფიკატი უნდა იქონიონ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრც ელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში შავიზღვისპირეთში იმატა ოთხფეხა ტურისტების (ძაღლები, კატები) რაოდენობამ.
„ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შინაური ცხოველის საქართველოდან გაყვანისას კი სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია ცხოველის სააგენტოში მიყვანა.
უწყება შავიზღვისპირეთში შინაურ ცხოველებთან ერთად ჩამოსულ ტურისტებს შეახსენებს, რომ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. სააგენტო უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.
უწყების ცნობით, გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისთვის ასევე საჭიროა განაცხადი, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
განხსხვავებულია ევროკავშირის, აშშ-სა და თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში ცხოველების შეყვანის წესებიც.
მაგალითისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა: ვაქცინაცია ცოფზე, ვაქცინაციის თარიღიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტი (გაყვანის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე).
აშშ-ში გასაყვანად საჭიროა: მიკროჩიპის ნომერი ვაქცინაცია ცოფზე, ვაქცინაციის თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტის პასუხი , რომელზეც ცნობა გაიცემა 45 დღის გასვლის შემდეგ. ასვე აუცილებელია აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობა.
თანამეგობრობის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა: სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ (21 დღიანი კარანტინი).
სერტიფიკატი გაიცემა 3 თვის ასაკიდან მხოლოდ ცოფზე ვაქცინირებულ ცხოველებზე.