https://sputnik-georgia.com/20250724/qartveli-mzareulebi-safrangetsi-gadaamzades-294266031.html
ქართველი მზარეულები საფრანგეთში გადაამზადეს
ქართველი მზარეულები საფრანგეთში გადაამზადეს
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T13:46+0400
2025-07-24T13:46+0400
2025-07-24T13:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259908977_0:225:1200:900_1920x0_80_0_0_af1055a37d8eca814c4af4a77dc24463.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადასამზადებელი კურსი გაიარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულებმა საფრანგეთში 2 კვირის განმავლობაში კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს, დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კურსის მონაწილეებს სერთფიკატები გადასცა.კულინარიულ სასწავლებლის Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარის თქმით, ახალგაზრდა მზარეულები ფერანდის კულინარიულ სკოლაში ჩამოვიდნენ, რომ შეესწავლათ ტექნიკა, საფუძვლები, ფრანგული და ხმელთაშუაზღვის სტილი. "ვფიქრობ, ეს დიდ სარგებელს მოუტანს ამ ნიჭიერ ახალგაზრდა მზარეულებს.ეს ჯგუფი მართლაც ძალიან გამორჩეულია. ქართველ მზარეულებს შეუძლიათ ფრანგული ტექნიკა გამოიყენონ საქართველოში. არ ვამბობ, რომ ქართველმა შეფებმა უნდა დაივიწყონ თავიანთი იდენტობა. მათ უნდა შეინარჩუნონ ქართული მემკვიდრეობა, უბრალოდ მსუბუქად შეაზავონ ის ფრანგულ ტექნიკასთან", - აღნიშნა ნიკოლა გაიარმა. მისი თქმით, საქართველო ნამდვილად შესანიშნავია და დიდი მომავალი აქვს გასტრონომიაში. „საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი კულინარიული და მეღვინეობის ტრადიცია აქვს. მქონდა საშუალება ორჯერ ჩამოვსულიყავი საქართველოში ფერანდის შეფთან ერთად და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ უკვე აკეთებთ შესანიშნავ საქმეს", - განაცხადა კულინარიულ სასწავლებლის Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა.უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259908977_38:216:951:900_1920x0_80_0_0_91724eb0782fd47a7ab0139d2eb194e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთი
ქართველი მზარეულები საფრანგეთში გადაამზადეს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადასამზადებელი კურსი გაიარეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია.
გამარჯვებულებმა საფრანგეთში 2 კვირის განმავლობაში კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს, დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კურსის მონაწილეებს სერთფიკატები გადასცა.
„ტურიზმისთვის გასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით გასტრონომიის განვითარებას, ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში და ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი წარმატებული იქნება, მზარეულები თავიანთ კვალს დატოვებენ ქართულ გასტრონომიაში, უმასპინძლებენ ძალიან ბევრ საერთაშორისო მოგზაურს და შეძლებენ ქვეყნის პრეზენტაციას", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
კულინარიულ სასწავლებლის Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარის თქმით, ახალგაზრდა მზარეულები ფერანდის კულინარიულ სკოლაში ჩამოვიდნენ, რომ შეესწავლათ ტექნიკა, საფუძვლები, ფრანგული და ხმელთაშუაზღვის სტილი.
"ვფიქრობ, ეს დიდ სარგებელს მოუტანს ამ ნიჭიერ ახალგაზრდა მზარეულებს.ეს ჯგუფი მართლაც ძალიან გამორჩეულია. ქართველ მზარეულებს შეუძლიათ ფრანგული ტექნიკა გამოიყენონ საქართველოში. არ ვამბობ, რომ ქართველმა შეფებმა უნდა დაივიწყონ თავიანთი იდენტობა. მათ უნდა შეინარჩუნონ ქართული მემკვიდრეობა, უბრალოდ მსუბუქად შეაზავონ ის ფრანგულ ტექნიკასთან", - აღნიშნა ნიკოლა გაიარმა.
მისი თქმით, საქართველო ნამდვილად შესანიშნავია და დიდი მომავალი აქვს გასტრონომიაში.
„საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი კულინარიული და მეღვინეობის ტრადიცია აქვს. მქონდა საშუალება ორჯერ ჩამოვსულიყავი საქართველოში ფერანდის შეფთან ერთად და ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ უკვე აკეთებთ შესანიშნავ საქმეს", - განაცხადა კულინარიულ სასწავლებლის Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა.
უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.