https://sputnik-georgia.com/20250724/premieri-represiebi-sawiro-ar-aris-magram-zaladoba-reagirebas-moitxovs-294269246.html
საქართველოს პრემიერი: რეპრესიები საჭირო არ არის, მაგრამ ძალადობა რეაგირებას მოითხოვს
საქართველოს პრემიერი: რეპრესიები საჭირო არ არის, მაგრამ ძალადობა რეაგირებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ პოლიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T16:47+0400
2025-07-24T16:47+0400
2025-07-24T16:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოში რეპრესიები არავის არ სჭირდება, თუმცა, დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად, ძალოვანებს მოუწიათ ზომების მიღება და არეულობების დროს ძალადობის აქტებში მონაწილე პირების დაკავება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალოვანებს 30 ადამიანის დაკავება მოუწიათ, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის.„რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო“, - აღნიშნა პრემიერმა.კობახიძის თქმით, აქციებზე 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში იყო ჩართული, მაგრამ დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი. ეს კი, მისი თქმით, აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ქვეყანაში - უტყუარი მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების გარეშე ადამიანის დაკავება არ მომხდარა.კობახიძე ასევე შეეხო Netgazeti-ს და Batumelebi-ს დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, მან საპროტესტო აქციაზე ბათუმის პოლიციის შეფს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩადენილია სერიოზული დანაშაული და ეს ყველამ უნდა აღიაროს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩადენილის კვალიფიკაციას სასამართლო განსაზღვრავს, მაგრამ თუ ვინმე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, მან ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ დანაშაული არ მომხდარა.პოლიციელის შეურაცხყოფა როგორც ფორმით, ასევე არსებითად სისხლის სამართლის დანაშაულია, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.„გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძალოვანი სტრუქტურების ავტორიტეტის შესუსტებაა, რადგან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველას ესმის: როგორც კი პოლიცია სუსტდება, სახელმწიფო იშლება. კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ამჟამინდელი ლიდერი გიორგი გახარია სწორედ ამ მიზნით მოქმედებდა.საპროტესტო აქციებიმომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პრემიერი: რეპრესიები საჭირო არ არის, მაგრამ ძალადობა რეაგირებას მოითხოვს
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ პოლიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოში რეპრესიები არავის არ სჭირდება, თუმცა, დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად, ძალოვანებს მოუწიათ ზომების მიღება და არეულობების დროს ძალადობის აქტებში მონაწილე პირების დაკავება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
„მარტივი ლოგიკაა, დანაშაული არ ისჯება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალოვანებს 30 ადამიანის დაკავება მოუწიათ, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის.
„რეპრესიები არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, აქციებზე 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში იყო ჩართული, მაგრამ დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი. ეს კი, მისი თქმით, აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ქვეყანაში - უტყუარი მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების გარეშე ადამიანის დაკავება არ მომხდარა.
„შედეგად 1000-დან 30 ადამიანია, დაახლოებით, დაკავებული. რეალურად, 3%-იან მაჩვენებელზეა საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუსჯელობის განცდას ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძე ასევე შეეხო Netgazeti-ს და Batumelebi-ს დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, მან საპროტესტო აქციაზე ბათუმის პოლიციის შეფს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩადენილია სერიოზული დანაშაული და ეს ყველამ უნდა აღიაროს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩადენილის კვალიფიკაციას სასამართლო განსაზღვრავს, მაგრამ თუ ვინმე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, მან ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ დანაშაული არ მომხდარა.
პოლიციელის შეურაცხყოფა როგორც ფორმით, ასევე არსებითად სისხლის სამართლის დანაშაულია, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძალოვანი სტრუქტურების ავტორიტეტის შესუსტებაა, რადგან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველას ესმის: როგორც კი პოლიცია სუსტდება, სახელმწიფო იშლება. კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ამჟამინდელი ლიდერი გიორგი გახარია სწორედ ამ მიზნით მოქმედებდა.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.