https://sputnik-georgia.com/20250724/evropulma-institutma-saqartvelos-antikorufciul-biuros-grantebis-xarjvis-gamo-mimarta-294271884.html
ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გრანტების ხარჯვის გამო მიმართა
ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გრანტების ხარჯვის გამო მიმართა
Sputnik საქართველო
იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც გრანტებით პოლიტიკური აქტივობები ფინანსდებოდა, განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T19:23+0400
2025-07-24T19:23+0400
2025-07-24T19:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525221_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_bf45fd7c750b2b6e094097472548d87e.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს დახმარება სთხოვა მის მიერ გაცემული გრანტების ხარჯვის გამოძიებაში, განაცხადა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ სტრუქტურაზეა საუბარი.ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც გრანტებით ფინანსდებოდა პოლიტიკური აქტივობები, თუმცა ამ კუთხით მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის საელჩო ჰქონდა მხედველობაში.„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გრანტებთან დაკავშირებით ფურცელზე იყო დატანილი მიზნები, სად უნდა დახარჯულიყო თანხები, თუმცა ამ თანხებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები დაფინანსდა. მე არ გიკონკრეტებთ საელჩოს“, - აღნიშნა კუპრაშვილმა.საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გასცემს გრანტის მიღების ნებართვას, ამოწმებს მისი დანერგვის პროცესს და აკონტროლებს კანონის აღსრულებას. ბიუროს უფლება აქვს მოითხოვოს ფინანსური ანგარიში და საჭირო ინფორმაცია, მათ შორის სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები. თუ ინფორმაცია საჯარო არ არის, ბიუროს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა კანონი „გრანტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მისაღებად სპეციალური თანხმობაა საჭირო. ამ წესის მიზნებისთვის უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525221_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_86d65b7acdd1324e227c95c82e59fccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო
ახალი ამბები, საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო
ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გრანტების ხარჯვის გამო მიმართა
იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც გრანტებით პოლიტიკური აქტივობები ფინანსდებოდა, განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა ინსტიტუტმა საქართველოს დახმარება სთხოვა მის მიერ გაცემული გრანტების ხარჯვის გამოძიებაში, განაცხადა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
„ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტი და მასთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ, გამოვარკვიოთ ის კორუფციული ფაქტები, რაც უკავშირდება გრანტების ხარჯვას“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ სტრუქტურაზეა საუბარი.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც გრანტებით ფინანსდებოდა პოლიტიკური აქტივობები, თუმცა ამ კუთხით მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის საელჩო ჰქონდა მხედველობაში.
„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გრანტებთან დაკავშირებით ფურცელზე იყო დატანილი მიზნები, სად უნდა დახარჯულიყო თანხები, თუმცა ამ თანხებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები დაფინანსდა. მე არ გიკონკრეტებთ საელჩოს“, - აღნიშნა კუპრაშვილმა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გასცემს გრანტის მიღების ნებართვას, ამოწმებს მისი დანერგვის პროცესს და აკონტროლებს კანონის აღსრულებას. ბიუროს უფლება აქვს მოითხოვოს ფინანსური ანგარიში და საჭირო ინფორმაცია, მათ შორის სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები. თუ ინფორმაცია საჯარო არ არის, ბიუროს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა კანონი „გრანტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მისაღებად სპეციალური თანხმობაა საჭირო. ამ წესის მიზნებისთვის უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.