https://sputnik-georgia.com/20250724/dakaveba-carevis-garese-prezidenti-adgilobriv-arcevnebsi-sakutar-rolze-saubrobs-294267257.html
დაკვირვება ჩარევის გარეშე - პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში საკუთარ როლზე საუბრობს
დაკვირვება ჩარევის გარეშე - პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში საკუთარ როლზე საუბრობს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ დაანახოს საკუთარ ხალხს და არა სხვა ქვეყნებს, რომ ნამდვილად პოლიტიკური ძალას წარმოადგენს 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T14:19+0400
2025-07-24T14:19+0400
2025-07-24T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294263409_0:28:2048:1180_1920x0_80_0_0_d20a0f6bce3f607e5193620832a871f7.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია მშვიდობის უზრუნველყოფასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუცია პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩება და მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.ადრე ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებოდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.სახელმწიფოს მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა შექმნან. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა, ავნებს ქვეყანას.„პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენეს, რომ დაპირისპირება მომხდარიყო, ამისთვის იყენებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც, ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი შეცვალონ და რევოლუციური პროცესები განავითარონ“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას, დაანახოს კონკრეტულ სახელმწიფოებს კი არა, ქართველ ხალხს, რომ ნამდვილი პოლიტიკური ძალაა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია, მაგრამ არსებული შესაძლებლობებით მეტის გაკეთება შეეძლო. მისი თქმით, ოპოზიცია არ აჩვენებს საკუთარ ეფექტიანობას, რადგან გარე ძალებზეა დამოკიდებული.„საქართველოს მოქალაქემ ობიექტურად უნდა შეხედოს ყველაფერს, ადვილად ჩანს ყველაფერი, დანარჩენი ხელოვნური თემებია, რომლებიც მილევადია და უნდა გავხადოთ მილევადი, არ მივცეთ საშუალება, ვიღაცამ ქვეყანა აგვირიოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294263409_0:0:1609:1207_1920x0_80_0_0_ec3ac433a3638fe6d1418c0ddd13ff10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტი
დაკვირვება ჩარევის გარეშე - პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში საკუთარ როლზე საუბრობს
პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ დაანახოს საკუთარ ხალხს და არა სხვა ქვეყნებს, რომ ნამდვილად პოლიტიკური ძალას წარმოადგენს
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია მშვიდობის უზრუნველყოფასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე, ხოლო პრეზიდენტის ინსტიტუცია პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩება და მხოლოდ დაკვირვებით შემოიფარგლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ადრე ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებოდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.
„საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს – ყველას ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალაქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, როგორც შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას და კანონს. ამის დამკვირვებლები ვიქნებით ჩვენ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, სხვანაირად არც ვერევით პროცესში, არც არის ეს პრეზიდენტის საქმე, მაგრამ ვიქნები დამკვირვებელი, როგორც მოქალაქე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა შექმნან. ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა, ავნებს ქვეყანას.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენეს, რომ დაპირისპირება მომხდარიყო, ამისთვის იყენებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც, ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი შეცვალონ და რევოლუციური პროცესები განავითარონ“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას, დაანახოს კონკრეტულ სახელმწიფოებს კი არა, ქართველ ხალხს, რომ ნამდვილი პოლიტიკური ძალაა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია, მაგრამ არსებული შესაძლებლობებით მეტის გაკეთება შეეძლო. მისი თქმით, ოპოზიცია არ აჩვენებს საკუთარ ეფექტიანობას, რადგან გარე ძალებზეა დამოკიდებული.
„საქართველოს მოქალაქემ ობიექტურად უნდა შეხედოს ყველაფერს, ადვილად ჩანს ყველაფერი, დანარჩენი ხელოვნური თემებია, რომლებიც მილევადია და უნდა გავხადოთ მილევადი, არ მივცეთ საშუალება, ვიღაცამ ქვეყანა აგვირიოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.