https://sputnik-georgia.com/20250724/arcevnebi-2025-kalazem-daadastura-rom-tbilisis-merobis-arcevnebsi-miirebs-monawileobas-294272436.html
არჩევნები 2025: კალაძემ დაადასტურა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
არჩევნები 2025: კალაძემ დაადასტურა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მალე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს 24.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-24T19:58+0400
2025-07-24T19:58+0400
2025-07-24T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593563_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c98b861a0ff8b1e1586635c4a237292f.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დაადასტურა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე კენჭს მესამედ იყრის.თბილისის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები შეძლებენ.„გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამის შესახებ პრემიერსაც უსაუბრია.კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მალე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593563_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ec42984c6439a456013de78aebc2a8bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები 2025: კალაძემ დაადასტურა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მალე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დაადასტურა, რომ თბილისის მერის არჩევნებზე კენჭს მესამედ იყრის.
თბილისის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები შეძლებენ.
„გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამის შესახებ პრემიერსაც უსაუბრია.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მალე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
„უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.