მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerმდინარე რაჭაში
მდინარე რაჭაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2025
გამოწერა
სავარაუდოდ, ბიჭი წყლის მორევმა ჩაითრია
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, მდინარე ალაზანში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა. ბიჭი წყლის მორევმა ჩაითრია და იქ მყოფმა პირებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს.
სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა გარდაცვლილის ცხედარს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0