https://sputnik-georgia.com/20250723/timberleikis-koncertis-gamomozraoba-sheizgudeba-294242408.html
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.. 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T10:27+0400
2025-07-23T10:27+0400
2025-07-23T10:52+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286032186_0:131:1281:851_1920x0_80_0_0_da6dedf087241b3fd877ee08e54ec033.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი დღეს, 23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. „დინამო არენას" კარი 17:00-ზე გაიღება. ტიმბერლეიკი მსმენელის წინაშე 21:00-ზე სცენაზე წარდგება, მანამდე კი, 19:30 საათიდან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის, არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე. გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებითაც. ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან - თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე - ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. გარდა ამისა, ფიფიების, ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით. თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386 და მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით - 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება. ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.იგი არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286032186_0:0:1135:851_1920x0_80_0_0_e78241ae3049615ac3fa4adbad3a5adc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
10:27 23.07.2025 (განახლებულია: 10:52 23.07.2025) პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს..
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო „დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი დღეს, 23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. „დინამო არენას" კარი 17:00-ზე გაიღება. ტიმბერლეიკი მსმენელის წინაშე 21:00-ზე სცენაზე წარდგება, მანამდე კი, 19:30 საათიდან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.
მერიის ცნობით, დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, 23 ივლისის 13:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროს სადგურ „წერეთლის" მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე, დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან - შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.
ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. მოძრაობა სრულად შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის, არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე.
გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებითაც.
ასევე ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან - თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე - ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. გარდა ამისა, ფიფიების, ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით.
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით.
თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386 და მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით - 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.
იგი არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.