https://sputnik-georgia.com/20250723/tbilisshi-timberleikis-koncertze-20000-turisti-chamovida-294258566.html
საქართველო კულტურული ჰაბი გახდა: თბილისში კონცერტზე დასასწრებად 20 ათასი ტურისტი ჩამოვიდა
საქართველო კულტურული ჰაბი გახდა: თბილისში კონცერტზე დასასწრებად 20 ათასი ტურისტი ჩამოვიდა
Sputnik საქართველო
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში მართავს 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T20:35+0400
2025-07-23T20:35+0400
2025-07-23T20:35+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/04/292789257_0:24:1601:924_1920x0_80_0_0_41fb0da1603685419907ea67525dbfb0.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 ათასზე მეტი ტურისტი ესწრება, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.ტიმბერლეიკის კონცერტი დღეს, 23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. „დინამო არენას" კარი 17:00 საათზე გაიღო. ტიმბერლეიკი მსმენელის წინაშე 21:00-ზე სცენაზე წარდგება, მანამდე კი, 19:30 საათიდან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.იმისათვის, რომ კონცერტის შემდეგ მსმენელმა დროულად და მოხერხებულად შეძლონ შინ დაბრუნება, მეტრო და ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით - 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.იგი არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/04/292789257_44:0:1540:1122_1920x0_80_0_0_a6ee0b00090a20c7cfc28d76e0581237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო კულტურული ჰაბი გახდა: თბილისში კონცერტზე დასასწრებად 20 ათასი ტურისტი ჩამოვიდა
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში მართავს
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 ათასზე მეტი ტურისტი ესწრება, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ტიმბერლეიკის კონცერტი დღეს, 23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. „დინამო არენას" კარი 17:00 საათზე გაიღო. ტიმბერლეიკი მსმენელის წინაშე 21:00-ზე სცენაზე წარდგება, მანამდე კი, 19:30 საათიდან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.
„საქართველოში 20 ათასზე მეტი ტურისტია ჩამოსული. ჯამში 55 ათასი ადამიანი დაესწრება გრანდიოზულ შოუს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს კულტურული ჰაბის ფუნქცია. ოდითგან ვიყავით დიდი კულტურის ცენტრი. ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, ვფიქრობ, Starring Georgia დაიწყებს დიდ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურიზმს საქართველოში, ეკონომიკის წინსვლას“,- განაცხადა რუხაძემ.
იმისათვის, რომ კონცერტის შემდეგ მსმენელმა დროულად და მოხერხებულად შეძლონ შინ დაბრუნება, მეტრო და ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით - 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ ვარსკვლავია, მან მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით მორევში გაატარა - Disney Studios-დან დაწყებული მსოფლიოში ცნობილ პოპ ჯგუფ NSYNC-ით დამთავრებული.
იგი არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობი. 44 წლის ასაკში ტიმბერლეიკი ოთხი „ემის“ და ათი „გრემის“ ჯილდოს მფლობელია.
პოპ-ვარსკვლავი საქართველოში კონცერტს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს.