შიო გენჯაძე ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონია

CC BY-SA 2.0 / Achim Hepp / Fight Night Mma-ს რინგი
Mma-ს რინგი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ორი მედალია - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აბუ-დაბიში მიმდინარე შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლების ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შიო გენჯაძემ (40 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა . ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველმა მებრძოლმა ფინალში იტალიელი მატეო ფაბრი დაამარცხა - შიო გენჯაძემ მსოფლიოს პირველობაზე ჯამში 5 ბრძოლა მოიგო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ორი მედალია - ვერცხლის მედალი მოიპოვა შაკო მესხმა (44 კგ), მან ფინალი ინგლისელ პადი ორაჰილთან დათმო.
ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ყველა ახალი ამბავი
0