სუბსიდირებული სესხები საქართველოში: რამდენმა ოჯახმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით

© photo: Sputnik / Stringerახალაშენებული კორპუსი
ახალაშენებული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ უკვე 8 ათასამდე ოჯახმა ისარგებლა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა.
მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები, შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 ათას ლარს შეადგენს.
„პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა ოჯახს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება“, - განაცხადა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე შვილი ჰყავთ. სესხი გაიცემა ასევე მარტოხელა ან ქვრივ მშობლებზე.
„ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4,5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, რაც დღეის მდგომარეობით 6,5%-ს შეადგენს“, - აღნიშნა გაბრიაძემ.
ამჟამად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე ინარჩუნებს საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირებისთვის იპოთეკური სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი კი საშუალოდ 13 %-ია.
პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებს მასში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ, განურჩევლად მის მიერ აღებული სესხის ოდენობისა.
ყველა ახალი ამბავი
0