https://sputnik-georgia.com/20250723/mopociklebisa-da-mopedebis-teqinspeqtireba-savaldebulo-gaxdeba-294252057.html
მოტოციკლებისა და მოპედების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება
მოტოციკლებისა და მოპედების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას ე.წ. OBD სისტემის დანერგვის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T17:29+0400
2025-07-23T17:29+0400
2025-07-23T17:29+0400
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692453_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d0c2445a8729d7197462a3410d098ba8.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ტექდათვალიერების ცენტრების ასოციაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში მოპედებისა და მოტოციკლების ტექნიკური დათვალიერების შემოღების საკითხი განიხილეს.მოპედებისა და მოტოციკლების ტექდათვალიერების შემოღების შესახებ ინიციატივა გასული წლის აგვისტოში, მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში გაჩნდა. ტექდათვალიერების დანერგვისთვის დოკუმენტები 2025 წლის ბოლომდე იქნება მზად.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას ე.წ. OBD (On-board diagnostics - ავტომობილის დიაგნოსტიკის სკანერი) სისტემის დანერგვის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს განიხილეს მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაძლო განახლებაც, რამაც პერიოდული ტექნინსპექტირების ცენტრების მიერ დამუშავებული მონაცემების ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრა, მათი გადამოწმება და ინსპექტირების მონაცემებზე წვდომა უნდა უზრუნველყოს.ტექდათვალიერება საქართველოში2018 წლის 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, ექვემდებარებავ 50 ლარით დაჯარიმებას. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.საქართველოში 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/01/280692453_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_e11c9fc98fbeec7a1e578a9c3848e8ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
მოტოციკლებისა და მოპედების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას ე.წ. OBD სისტემის დანერგვის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ტექდათვალიერების ცენტრების ასოციაციისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში მოპედებისა და მოტოციკლების ტექნიკური დათვალიერების შემოღების საკითხი განიხილეს.
მოპედებისა და მოტოციკლების ტექდათვალიერების შემოღების შესახებ ინიციატივა გასული წლის აგვისტოში, მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში გაჩნდა. ტექდათვალიერების დანერგვისთვის დოკუმენტები 2025 წლის ბოლომდე იქნება მზად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას ე.წ. OBD (On-board diagnostics - ავტომობილის დიაგნოსტიკის სკანერი) სისტემის დანერგვის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს განიხილეს მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაძლო განახლებაც, რამაც პერიოდული ტექნინსპექტირების ცენტრების მიერ დამუშავებული მონაცემების ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრა, მათი გადამოწმება და ინსპექტირების მონაცემებზე წვდომა უნდა უზრუნველყოს.
ტექდათვალიერება საქართველოში
2018 წლის 1-ელი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის.
2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, ექვემდებარებავ 50 ლარით დაჯარიმებას. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
საქართველოში 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა