კიევი შეეცდება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას მიღწიოს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშირუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მთავარი მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაა, იუწყება РИА Новости.
მანამდე, უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდა და, მისი თქმით, თავიდან შეხვედრები ანკარაში, შემდეგ კი სტამბულში გაიმართება. ანკარაში უკრაინის დელეგაცია თურქეთის წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო სტამბულში - რუსულ მხარეს.
„ჰუმანიტარული მიმართულების გარდა, მთავარი ამოცანა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ოთხშაბათს, მოსკოვის დროით 19:00 საათზე, სტამბულში, ჩირაგანის სასახლეში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0