https://sputnik-georgia.com/20250723/gumbati-holdingi-nagavsakrelis-modernizebas-ganaxorcielebs-294252260.html
ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისში ნაგავსაყრელის მოდერნიზებას განახორციელებს
ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისში ნაგავსაყრელის მოდერნიზებას განახორციელებს
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს. 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T18:12+0400
2025-07-23T18:12+0400
2025-07-23T18:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/25/244542542_20:0:2226:1241_1920x0_80_0_0_61c616c66995fdb406dc383d692f02ce.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც პირველ ეტაპზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, უკვე ამოვლინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია - სამუშაოებს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს. მერიის ცნობით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ სამუშაოებს ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად შეასრულებს. კომპანიის ამოცანაა ლილოს ნაგავსაყრელზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტის ორგანიზება. პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა.კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, კონტრაქტორი-კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი" პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს.დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით აქტიურ ფაზაში შევიდა.დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების გადამუშავების ქარხნისა და მექანიკურ-ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი გახდება.გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას.მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24454/25/244542542_295:0:1950:1241_1920x0_80_0_0_3217328e0623a43a46e68e3d6a4be295.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისში ნაგავსაყრელის მოდერნიზებას განახორციელებს
დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც პირველ ეტაპზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, უკვე ამოვლინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია - სამუშაოებს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.
მერიის ცნობით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ სამუშაოებს ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად შეასრულებს. კომპანიის ამოცანაა ლილოს ნაგავსაყრელზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტის ორგანიზება. პროექტის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა.
კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი", - განაცხადა კალაძემ.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, კონტრაქტორი-კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი" პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს.
„ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება", - განაცხადა კალაძემ.
დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით აქტიურ ფაზაში შევიდა.
დიდი ლილოს პოლიგონზე იგეგმება მასალების გადამუშავების ქარხნისა და მექანიკურ-ბიოლოგიური გადამუშავების ქარხნის აშენება, რაც ფაქტობრივად ნარჩენების სეპარაციის დაწყების საფუძველი გახდება.
გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას.
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.
თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნაგავი იგზავნება ქალაქის ერთადერთ მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე სოფელ დიდი ლილოს მიმდებარედ. მან ფუნქციონირება 2010 წელს, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაკეტილია, სამგორის რაიონისა და სოფელ ლილოს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.