მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ საჩემპიონო ბრძოლას კორი სენდჰეგენთან ჩაატარებს

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2025
გამოწერა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მესამე პოზიციას იკავებს
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მორიგ საჩემპიონო ბრძოლას 5 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ჩაატარებს, ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა.
დვალიშვილს ამჟამად UFC-ში 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მან 2024 წლის სექტემბერში ამერიკელი შონ ო'მალის დამარცხების შედეგად მოიპოვა, მიმდინარე წელს კი ქამარი ორჯერ დაიცვა - იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში კი შონ ო'მალის მეორედ სძლია.
საერთო ჯამში, 34 წლის ქართველმა კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 20-ში გაიმარჯვა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 33 წლის სენდეჰეგენს შერეულ ორთაბრძოლებში 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 18 მოიგო. სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ის ამჟამად მეოთხეა.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მესამე პოზიციას იკავებს, ის მხოლოდ ილია თოფურიასა და ისალმ მახაჩევს ჩამორჩება. სენდჰეგეჰნთან გამარჯვების შემთხვევაში მას სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი სამჯერ ექნება დაცული, რაც წონის რეკორდის გამეორება იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0