https://sputnik-georgia.com/20250723/agile-spirit-2025-saqartvelosi-294251755.html
მიმოხილვა: Agile Spirit 2025 საქართველოში: მიზნები, რესურსები და მონაწილეები
მიმოხილვა: Agile Spirit 2025 საქართველოში: მიზნები, რესურსები და მონაწილეები
Sputnik საქართველო
აშშ და NATO საქართველოს განიხილავენ, როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს თავიანთი აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასავრცელებლად სამხრეთ... 23.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-23T14:30+0400
2025-07-23T14:30+0400
2025-07-23T14:30+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252424776_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_482e47c2f71dba92081dccab216bbe14.jpg
აშშ და NATO საქართველოს განიხილავენ, როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს თავიანთი აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასავრცელებლად სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. სწორედ ამიტომ, ისინი რეგულარულად „ავარჯიშებენ“ თავიანთ ვასალებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს პოლიგონებზე.NATO-ს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2025 საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე ჩატარდება. სწავლებების ოფიციალური „ლეგენდა“ აცხადებს, რომ მათი მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. თუმცა, ეშმაკი დეტალებში იმალება. სწავლებები რეალურად 21 ივლისს თურქეთში დაიწყო – აშშ-თურქეთის ერთობლივი სადესანტო ოპერაციით, რომელიც თავდასხმითი ხასიათისაა როგორც არსით, ასევე თავისი ამოცანით.Agile Spirit 2025-ის ქართული ფაზა დასავლეთის ძალებთან – საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობასთან და ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან ერთად გაიმართება. ძირითადი ეპიზოდები ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სასწავლო ცენტრში (JTEC) კრწანისში, საბრძოლო მომზადების ცენტრსა და პოლიგონებზე ვაზიანში, ნორიოში, აგრეთვე მუხროვნისა და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზებზე. გარდა სენაკი–ვაზიანის ავტომაგისტრალზე (დაახლ. 300 კმ) ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კოლონის გადაადგილებისა, დაგეგმილია გამოცდილების გაცვლა და სპეცრაზმების ერთობლივი მოქმედება, კომბინირებული ცეცხლის წვრთნები. სწავლებაში ჩართულია საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის არმიის ავიაცია და ჯავშანტექნიკა.Agile Spirit –ში, ამერიკელებისა და თურქების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლები. როგორც წესი, Agile Spirit-ის სწავლებებში დაახლოებით ორი ათასი უცხოელი სამხედრო მონაწილეობს, უმეტესობა – ამერიკელია. სომხეთისა და იაპონიის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები წვრთნებს თვალს ადევნებენ, როგორც დამკვირვებლები. შესაძლოა, პენტაგონსა და NATO-ში აცნობიერებენ, რომ რეგიონში „კამიკაძე მოხალისეთა“ სიჭარბე ქაოსს ქმნის და საერთო გეგმის განხორციელებას აფერხებს.ჩრდილოატლანტიკური აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურად გრძელდება. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა NATO-ს სარდლობრივი სწავლება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობით. ასევე ჩაერთნენ პარტნიორი ქვეყნები – აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და ტუნისი. ტუნისის მონაწილეობა იმით აიხსნება, რომ სამხედრო ძალის გლობალურ რეიტინგში Global Firepower ეს აფრიკული ქვეყანა 90-ე ადგილზეა – ოდნავ ქვემოთ ლიეტუვაზე. ინტეგრაციის სიმარტივე აშკარაა.სხვა საკითხია – რატომ მისდევს საქართველო უკვე 20 წელზე მეტია NATO-ს ბლოკს კუდში, მაშინ, როცა მისი ეროვნული ინტერესები დასავლეთის კურსს არ შეესაბამება?გასული სამი ათწლეულის განმავლობაში დასავლური, არსით ანტირუსული კურსით საქართველომ დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი, მიიღო ასეულ ათასობით ლტოლვილი და ამერიკაზე და NATO-ზე ფინანსური დამოკიდებულება, საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის საზიანოდ. მიუხედავად მაღალი სამხედრო დანახარჯებისა, ბოლო ოთხ წელიწადში Global Firepower-ის რეიტინგში საქართველომ ორი საფეხურით უკან დაიხია – 94-ე ადგილი. მის ზემოთ არიან ტანზანია და კამერუნი. ისტორიული პარადოქსია.საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 13 სექტემბერს ერთხმად მიიღო დადგენილება NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. არსებობს ცნობები ქართული მისწრაფების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბრიდან. 2003 წლის აგვისტოში, როცა ქართული ჯარები ამერიკელებთან ერთად ერაყში შეიჭრნენ, ჩანდა, რომ მიზანი ახლოს იყო. არ დაუფასეს...2008 წლის აგვისტოში ოპერაცია „სუფთა ველი“-ს მწარე გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად იოლია NATO-სკენ მიმავალ გზაზე თვითგანადგურება. ამერიკელები არ დაეხმარნენ. მაშინ ბევრისთვის ნათელი გახდა: საქართველო აშშ-სა და ალიანსს მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ რუსეთს პრობლემები შეუქმნან და პროვოკაციები მოაწყონ. თბილისმა სწორი დასკვნები ვერ გააკეთა.2009 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა ერთხმად „კურთხევა“ მისცა ეროვნული არმიის ქვედანაყოფების ავღანეთში გაგზავნას „მშვიდობისმყოფელ მისიაში“ მონაწილეობის მისაღებად. აშშ-ისა და NATO-ს ინტერესებისთვის, ავღანეთში დაიღუპა ქართული არმიის 32 კონტრაქტორი, 435 დაიჭრა, ხოლო მთლიანობაში ჰელმანდის პროვინცია 11 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.და მაინც, NATO-ს წვრთნების მრავალწლიან პრაქტიკას ქართულ ტერიტორიაზე – რუსეთის საზღვრებთან – არც უსაფრთხოება და არც კეთილდღეობა მოუტანია ქართველი ხალხისთვის.და კიდევ: პენტაგონი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე ბიოლოგიურ ლაბორატორიებს არ აშენებს.სამწუხაროდ, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება. აუხსნელი ამბავია...აშშ-სა და NATO-ს სრულიად არ აინტერესებთ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების კეთილდღეობა. პირიქით, ისინი მიზანმიმართულად მოქმედებენ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებრივი დაშლისა და რესურსების ძარცვის მიმართულებით.საბჭოთა კავშირის ეტაპობრივი „დაშლისა და გადამუშავების“ პროექტი დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა იყო. საქართველომ მხურვალე ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ამ დესტრუქციულ პროცესს, მიუხედავად ისტორიული და ეკონომიკური კავშირის განგრძობითი მემკვიდრეობისა რუსეთთან. დარღვეულია განვითარების ყველა კანონი, გადახაზულია საერთო ისტორია.თუმცა, ადრე თუ გვიან, შეცდომების აღიარება და გამოსწორება გარდაუვალია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ NATO აცხადებს უფლებას, განათავსოს თავისი „წინა ხაზის დაცვა“ ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში, ცხადია, რუსეთსაც აქვს უფლება, შექმნას ასეთი ხაზი უკრაინაში, საქართველოში და სხვა ცხელ წერტილებში.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252424776_471:0:3000:1897_1920x0_80_0_0_fac91fdc55789a75c3ac63af4c1f707e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
აშშ და NATO საქართველოს განიხილავენ, როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს თავიანთი აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გასავრცელებლად სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. სწორედ ამიტომ, ისინი რეგულარულად „ავარჯიშებენ“ თავიანთ ვასალებს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს პოლიგონებზე.
NATO-ს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2025 საქართველოში 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე ჩატარდება. სწავლებების ოფიციალური „ლეგენდა“ აცხადებს, რომ მათი მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. თუმცა, ეშმაკი დეტალებში იმალება. სწავლებები რეალურად 21 ივლისს თურქეთში დაიწყო – აშშ-თურქეთის ერთობლივი სადესანტო ოპერაციით, რომელიც თავდასხმითი ხასიათისაა როგორც არსით, ასევე თავისი ამოცანით.
Agile Spirit 2025-ის ქართული ფაზა დასავლეთის ძალებთან – საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობასთან და ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან ერთად გაიმართება. ძირითადი ეპიზოდები ჩატარდება ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სასწავლო ცენტრში (JTEC) კრწანისში, საბრძოლო მომზადების ცენტრსა და პოლიგონებზე ვაზიანში, ნორიოში, აგრეთვე მუხროვნისა და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზებზე. გარდა სენაკი–ვაზიანის ავტომაგისტრალზე (დაახლ. 300 კმ) ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კოლონის გადაადგილებისა, დაგეგმილია გამოცდილების გაცვლა და სპეცრაზმების ერთობლივი მოქმედება, კომბინირებული ცეცხლის წვრთნები. სწავლებაში ჩართულია საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის არმიის ავიაცია და ჯავშანტექნიკა.
Agile Spirit –ში, ამერიკელებისა და თურქების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლები. როგორც წესი, Agile Spirit-ის სწავლებებში დაახლოებით ორი ათასი უცხოელი სამხედრო მონაწილეობს, უმეტესობა – ამერიკელია. სომხეთისა და იაპონიის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები წვრთნებს თვალს ადევნებენ, როგორც დამკვირვებლები. შესაძლოა, პენტაგონსა და NATO-ში აცნობიერებენ, რომ რეგიონში „კამიკაძე მოხალისეთა“ სიჭარბე ქაოსს ქმნის და საერთო გეგმის განხორციელებას აფერხებს.
ჩრდილოატლანტიკური აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურად გრძელდება. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა NATO-ს სარდლობრივი სწავლება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობით. ასევე ჩაერთნენ პარტნიორი ქვეყნები – აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და ტუნისი. ტუნისის მონაწილეობა იმით აიხსნება, რომ სამხედრო ძალის გლობალურ რეიტინგში Global Firepower ეს აფრიკული ქვეყანა 90-ე ადგილზეა – ოდნავ ქვემოთ ლიეტუვაზე. ინტეგრაციის სიმარტივე აშკარაა.
სხვა საკითხია – რატომ მისდევს საქართველო უკვე 20 წელზე მეტია NATO-ს ბლოკს კუდში, მაშინ, როცა მისი ეროვნული ინტერესები დასავლეთის კურსს არ შეესაბამება?
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში დასავლური, არსით ანტირუსული კურსით საქართველომ დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი, მიიღო ასეულ ათასობით ლტოლვილი და ამერიკაზე და NATO-ზე ფინანსური დამოკიდებულება, საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის საზიანოდ. მიუხედავად მაღალი სამხედრო დანახარჯებისა, ბოლო ოთხ წელიწადში Global Firepower-ის რეიტინგში საქართველომ ორი საფეხურით უკან დაიხია – 94-ე ადგილი. მის ზემოთ არიან ტანზანია და კამერუნი. ისტორიული პარადოქსია.
საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 13 სექტემბერს ერთხმად მიიღო დადგენილება NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. არსებობს ცნობები ქართული მისწრაფების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბრიდან. 2003 წლის აგვისტოში, როცა ქართული ჯარები ამერიკელებთან ერთად ერაყში შეიჭრნენ, ჩანდა, რომ მიზანი ახლოს იყო. არ დაუფასეს...
2008 წლის აგვისტოში ოპერაცია „სუფთა ველი“-ს მწარე გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად იოლია NATO-სკენ მიმავალ გზაზე თვითგანადგურება. ამერიკელები არ დაეხმარნენ. მაშინ ბევრისთვის ნათელი გახდა: საქართველო აშშ-სა და ალიანსს მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ რუსეთს პრობლემები შეუქმნან და პროვოკაციები მოაწყონ. თბილისმა სწორი დასკვნები ვერ გააკეთა.
2009 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა ერთხმად „კურთხევა“ მისცა ეროვნული არმიის ქვედანაყოფების ავღანეთში გაგზავნას „მშვიდობისმყოფელ მისიაში“ მონაწილეობის მისაღებად. აშშ-ისა და NATO-ს ინტერესებისთვის, ავღანეთში დაიღუპა ქართული არმიის 32 კონტრაქტორი, 435 დაიჭრა, ხოლო მთლიანობაში ჰელმანდის პროვინცია 11 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
და მაინც, NATO-ს წვრთნების მრავალწლიან პრაქტიკას ქართულ ტერიტორიაზე – რუსეთის საზღვრებთან – არც უსაფრთხოება და არც კეთილდღეობა მოუტანია ქართველი ხალხისთვის.
და კიდევ: პენტაგონი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე ბიოლოგიურ ლაბორატორიებს არ აშენებს.
სამწუხაროდ, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება. აუხსნელი ამბავია...
აშშ-სა და NATO-ს სრულიად არ აინტერესებთ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების კეთილდღეობა. პირიქით, ისინი მიზანმიმართულად მოქმედებენ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებრივი დაშლისა და რესურსების ძარცვის მიმართულებით.
საბჭოთა კავშირის ეტაპობრივი „დაშლისა და გადამუშავების“ პროექტი დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა იყო. საქართველომ მხურვალე ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი ამ დესტრუქციულ პროცესს, მიუხედავად ისტორიული და ეკონომიკური კავშირის განგრძობითი მემკვიდრეობისა რუსეთთან. დარღვეულია განვითარების ყველა კანონი, გადახაზულია საერთო ისტორია.
თუმცა, ადრე თუ გვიან, შეცდომების აღიარება და გამოსწორება გარდაუვალია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ NATO აცხადებს უფლებას, განათავსოს თავისი „წინა ხაზის დაცვა“ ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში, ცხადია, რუსეთსაც აქვს უფლება, შექმნას ასეთი ხაზი უკრაინაში, საქართველოში და სხვა ცხელ წერტილებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე