https://sputnik-georgia.com/20250722/uamindobam-problemebi-sheqmna-ra-vitarebaa-gzebze-294235786.html
უამინდობამ პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
უამინდობამ პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო დღეებში მოსულმა ნალექმა რეგიონებს პრობლემები შეუქმნა. 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T12:09+0400
2025-07-22T12:09+0400
2025-07-22T12:09+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288468525_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_2fb89e6f8bf61f442a54725d0f008d66.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბახმარო-ჩოხატაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტი მოძრაობა უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება, განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ. ბახმარო-ჩოხატაურის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება მას შემდეგ შეფერხდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა გზაზე ღორღის მასა ჩამოიტანა. უამინდობამ პრობლემები შექმნა სვანეთისკენ მიმავალ გზაზეც - ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის ოთხ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანის განცხადებით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები 06:00 საათიდან მიმდინარეობს.როგორც მან აღნიშნა, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზა, დაახლოებით, 15:00 საათისთვის გაიხსნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288468525_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_07558093f5f8044d81c38fd01853fd14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
უამინდობამ პრობლემები შექმნა - რა ვითარებაა საქართველოს გზებზე
საქართველოში ბოლო დღეებში მოსულმა ნალექმა რეგიონებს პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბახმარო-ჩოხატაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტი მოძრაობა უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება, განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ბახმარო-ჩოხატაურის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება მას შემდეგ შეფერხდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა გზაზე ღორღის მასა ჩამოიტანა.
„ადგილზე მობილიზებულია სპეციალტექნიკა როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე მუნიციპალიტეტის მიერ. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა კომპანიები გააგრძელებენ მუშაობას, რომ სრულად მოწესრიგდეს იქ არსებული ვითარება“, – განაცხადა ღურჯუმელიძემ.
უამინდობამ პრობლემები შექმნა სვანეთისკენ მიმავალ გზაზეც - ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის ოთხ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანის განცხადებით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები 06:00 საათიდან მიმდინარეობს.
„გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან ღამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზა, დაახლოებით, 15:00 საათისთვის გაიხსნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.