https://sputnik-georgia.com/20250722/saq2artvelos-saertashoriso-turizmidan-rekorduli-shemosavali-miigo-294233185.html
2025 პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა
2025 პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა
Sputnik საქართველო
2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ მიიღო 3,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი - 4,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T11:00+0400
2025-07-22T11:00+0400
2025-07-22T11:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293997931_0:42:2048:1194_1920x0_80_0_0_61b845147da99ba0cc1ad9c464c8f8c7.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3,8%-ით გაიზარდა და რეკორდულ 2 მლრდ დოლარს მიაღწია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.უწყების ცნობით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35,4%-ით გადააჭარბა.იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - ისრაელიდან ( 37,9%-ით), ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (12,5%-ით), აზერბაიჯანიდან (30,7%-ით), საუდის არაბეთიდან (18,9%-ით) და სომხეთიდან ( 2,8%-ით).გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო 3,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი - 4,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი შეადგინა.სქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 10,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითტურიზმის აღდგენაკორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 4,43 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური.2024 წელს ქვეყანამ რეკორდი მოხსნა ტურისტული ვიზიტების კუთხითაც - ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293997931_225:0:2048:1367_1920x0_80_0_0_774d4bf82f1f15150f5b3b388f2e864a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
2025 პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა
2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ მიიღო 3,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი - 4,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3,8%-ით გაიზარდა და რეკორდულ 2 მლრდ დოლარს მიაღწია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35,4%-ით გადააჭარბა.
იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - ისრაელიდან ( 37,9%-ით), ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (12,5%-ით), აზერბაიჯანიდან (30,7%-ით), საუდის არაბეთიდან (18,9%-ით) და სომხეთიდან ( 2,8%-ით).
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო 3,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი - 4,4%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2024 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი შეადგინა.
სქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 581,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 10,2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 4,43 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური.
2024 წელს ქვეყანამ რეკორდი მოხსნა ტურისტული ვიზიტების კუთხითაც - ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.