რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2025
გამოწერა
ექსპორტმა 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ექვსი თვის მაჩვენებელთან შედარებით 13,7%-ით მეტია.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-აივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,8%-ით გაიზარდა და 12 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 12,4%-ით მეტი.
ექსპორტმა 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13,7%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის იანვარი-ივნისი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

3 234,7

13,7

იმპორტი

8 699,3

12,4

სულ

11 934,0

12,8

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11,6%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-ივნისი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

1 217,1

30,3

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

174,6

71,9

სპირტიანი სასმელები

123,2

-7,0

ღვინო

121,6

-22,3

ფეროშენადნობები

95,9

-33,0

2025 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (71,9%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (38,2%), მსუბუქი ავტომობილების (30,3%), ასევე დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის ოქროს (18,8) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა ფეროშენადნობების (33%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (22,3%), და სპირტიანი სასმელების (7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-ივნისი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

1 662,6

10,2

ნავთობპროდუქტები

601,8

-4,9

ნახატები

481,2

254 206,9

მედიკამენტები

337,9

6,0

გაზი

243,9

7,6

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 254.206,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 10,2%-ით, თამბაქოს ან თამბაქოს შემცვლელებისგან დამზადებული სიგარების, სიგარილების და სიგარეტების - 8,5%-ით იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების - 12,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 4,9%-ით, ასევე წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 3,1%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,3%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-ივნისი

ქვეყნები

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

თურქეთი

1 464,6

-4,4

აშშ

1 324,6

40,7

რუსეთი

1 282,8

6,9

ჩინეთი

1 045,8

22,3

ყირგიზეთი

683,7

49,8

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი და ყაზახეთი.
ყველა ახალი ამბავი
0