https://sputnik-georgia.com/20250722/ramdenad-shemcirda-copis-shemtxveveb8i-294237663.html
რამდენად შემცირდა ცოფის შემთხვევები საქართველოში? სეს-ის მონაცემები
რამდენად შემცირდა ცოფის შემთხვევები საქართველოში? სეს-ის მონაცემები
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის. 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T15:37+0400
2025-07-22T15:37+0400
2025-07-22T15:37+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_239be28f6beb955fff69e58095316974.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან ცოფის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ვაქცინირებულია 160 ათასი ცხოველი.უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, 2012 წელთან შედარებით 80,7%-ით არის შემცირებული.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება. შინაური ცხოველისთვის უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_68d6353d038ad4a6c8cb0f56603af569.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად შემცირდა ცოფის შემთხვევები საქართველოში? სეს-ის მონაცემები
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან ცოფის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ვაქცინირებულია 160 ათასი ცხოველი.
„წელს ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. წელს გამოვლინდა მხოლოდ 4 შემთხვევა, მაშინ, როცა წინა წელს დაფიქირებული შემთხვევების რიცხვი 15-ს შეადგენდა“,-აღნიშნავენ სააგენტოში.
უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები, 2012 წელთან შედარებით 80,7%-ით არის შემცირებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის, ამასთან ცოფზე აცრა 35-დან 49 ათასამდე ადამიანს უტარდება.
შინაური ცხოველისთვის უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
ადამიანთა ცოფით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.