ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი - ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით
12:51 22.07.2025 (განახლებულია: 14:55 22.07.2025)
© AFP 2024 / Vano Shlamovფარიკაობა

© AFP 2024 / Vano Shlamov
გამოწერა
ტურნირზე მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება - მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულისთვის 1,2 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს თბილისში 22 ივლისს აიღებს, საქართველოს ნაკრები 25 საუკეთესო სპორტსმენით არის წარმოდგენილი, იუწყება ფარიკაობის ფედერაცია.
საქართველო ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. 22-30 ივლისის პერიოდში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულისთვის 1,2 ათასი სპორტსმენი 135 ქვეყნიდან იბრძოლებს. ტურნირზე გათამაშდება მედლების 12 კომპლექტი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხმალი, კაცები:
სანდრო ბაზაძე
ბექა ბაზაძე
გიორგი ურუშაძე
ვახტანგ არჩვაძე
ხმალი, ქალები:
ლიკა ჯიჯიეიშვილი
ალექსანდრა კუაევა
ანასტასია ასათიანი
ანასტასია ცანავა
ევა აჰამიანი
რაპირა, კაცები:
არჩილ უგულავა
დემეტრე კვანტალიანი
ანდრია ყიფიანი
ლუკა რამიშვილი
რაპირა, ქალები:
ლიზა თაყაიშვილი
ანანო ჯინჭარაძე
ნინო გუდამათიაშვილი
მარიამი ელიავა
დაშნა, კაცები:
ანზორ ალბრეხტი
სპარტაკ რაზმაძე
ლუკა კვანჭიანი
ლუკა ქათამაძე
დაშნა, ქალები:
თამილა მურიდოვა
ტატიანა სვანიძე
არინა სკოლიშევა
ბარბარე მებუკე.
„მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება დიდ წვლილს შეიტანს ფარიკაობის განვითარებაში. ბევრი ადამიანი მოვა და მიხარია, რომ ეს ელიტური სპორტი საქართველოში პრიორიტეტული გახდება“, - განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.
2023 წელს ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია FIE-ის კონგრესზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. თბილისის სასარგებლოდ ხმა 134-დან 120-მა დელეგატმა მისცა.
2023 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.