https://sputnik-georgia.com/20250722/papuashvili-ashsh-opoziciis-lobistebs-akritikebs-294244055.html
რა ღირს სიყვარული ქართულად? „ქართული ოცნება“ აშშ-ში ოპოზიციის ლობისტებს აკრიტიკებს
რა ღირს სიყვარული ქართულად? „ქართული ოცნება“ აშშ-ში ოპოზიციის ლობისტებს აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან სიყვარულს მხოლოდ ქართული ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების ფული განსაზღვრავს, განაცხადა... 22.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-22T20:29+0400
2025-07-22T20:29+0400
2025-07-22T20:29+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან სიყვარულს მხოლოდ ქართული ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების ფული განსაზღვრავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.11 ივლისს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიქირავა ლობისტური კომპანია Nelson Mullins-ი და მას 360 ათასი დოლარი გადაუხადა.კომპანიასთან დადებული შეთანხმების თანახმად, იგი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე ადვოკატირებით იქნება დაკავებული - კონსულტაციებს მისცემს და დახმარებას გაუწევს აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.კონგრესმენი ჯო უილსონი ცნობილი MEGOBARI აქტის (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence) ინიციატორია. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის, საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შემოღების და „უცხოური აგენტის“ კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესების გზით.საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „შეიცავს მტრულ სულისკვეთებას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის მიმართ“.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან სიყვარულს მხოლოდ ქართული ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტების ფული განსაზღვრავს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
11 ივლისს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიქირავა ლობისტური კომპანია Nelson Mullins-ი და მას 360 ათასი დოლარი გადაუხადა.
„გაირკვა რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა - შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
კომპანიასთან დადებული შეთანხმების თანახმად, იგი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე ადვოკატირებით იქნება დაკავებული - კონსულტაციებს მისცემს და დახმარებას გაუწევს აშშ-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
კონგრესმენი ჯო უილსონი ცნობილი MEGOBARI აქტის (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience and Independence) ინიციატორია. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის, საქართველოსთვის შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შემოღების და „უცხოური აგენტის“ კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესების გზით.
საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „შეიცავს მტრულ სულისკვეთებას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მთავრობის მიმართ“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.