https://sputnik-georgia.com/20250721/xecurianma-da-meliam-ungretshi-oqros-medlebi-moipoves-294220013.html
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ხეცურიანმა და მელიამ უნგრეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ხეცურიანმა და მელიამ უნგრეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს
Sputnik საქართველო
უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T10:29+0400
2025-07-21T10:29+0400
2025-07-21T10:29+0400
საქართველო
სპორტი
უნგრეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559954_55:486:2832:2048_1920x0_80_0_0_2dd80c7870c091f22a0cbf894dbca41d.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.ხეცურიანმა ფინალში რუმინელი სპორტსმენი ანგარიშით 7:0 დაამარცხა, მელიამ კი სომეხ ფალავანს - 3:1 სძლია. ბრინჯაოს მედალს კი დაეუფლა ლერი აბულაძე (67 კგ) – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი მინ-სეონგ კონი ანგარიშით 10:3 დაამარცხა. გარდა ამისა, 19 ივლისს ოქროს მედალს იური ლომაძე დაეუფლა (72 კგ), ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ოთარ აბულაძემ მოიპოვა.ბუდაპეშტში დასრულებულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც – ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ფინალში ტაჯიკი ევლოევი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვიცე-ჩემპიონი გახდა მირიან მაისურაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559954_175:254:2567:2048_1920x0_80_0_0_602a00ab4bb94af9897bed869a64a0e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ხეცურიანმა და მელიამ უნგრეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს
უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ხეცურიანმა ფინალში რუმინელი სპორტსმენი ანგარიშით 7:0 დაამარცხა, მელიამ კი სომეხ ფალავანს - 3:1 სძლია.
ბრინჯაოს მედალს კი დაეუფლა ლერი აბულაძე (67 კგ) – მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი მინ-სეონგ კონი ანგარიშით 10:3 დაამარცხა.
გარდა ამისა, 19 ივლისს ოქროს მედალს იური ლომაძე დაეუფლა (72 კგ), ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ოთარ აბულაძემ მოიპოვა.
ბუდაპეშტში დასრულებულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც – ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ფინალში ტაჯიკი ევლოევი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ვიცე-ჩემპიონი გახდა მირიან მაისურაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.
უნგრეთში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.