https://sputnik-georgia.com/20250721/tornike-shengelia-barselonashi-gadavida-294226163.html
„ახალი კერპი უკვე აქაა“: თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელი გახდა
„ახალი კერპი უკვე აქაა“: თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელი გახდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანურ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T16:09+0400
2025-07-21T16:09+0400
2025-07-21T16:09+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_0:617:1242:1316_1920x0_80_0_0_ce29b53198839471ab440172047c3862.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ მოთამაშე გახდა - ესპანურმა კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანურ გრანდთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუს ბოლონიიდან“ გადავიდა. შენგელია უკვე ბარსელონაშია და კლუბის პრეს-სამსახურმა შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა სათაურით: „ახალი კერპი უკვე აქაა". გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდთან ერთად ტიტული მოიგო და ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად (MVP) დასახელდა. ევროლიგის 2024-2025 წლის სეზონში ქართველმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ის საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „ბარსელონაში“ გადასვლამდე თორნიკე შენგელიამ ცხრა გუნდში ითამაშა, ხოლო მისი კარიერის გამორჩეული პერიოდი „ბასკონიას“ უკავშირდება, სადაც მან ექვსი წელი გაატარა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ახლა კი იგი კვლავ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_195:614:1047:1253_1920x0_80_0_0_619faa39d9c6f9a237432449746b0aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ახალი კერპი უკვე აქაა“: თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ კალათბურთელი გახდა
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანურ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ მოთამაშე გახდა - ესპანურმა კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ესპანურ გრანდთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა. 33 წლის კალათბურთელი „ბარსელონაში“ „ვირტუს ბოლონიიდან“ გადავიდა.
შენგელია უკვე ბარსელონაშია და კლუბის პრეს-სამსახურმა შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა სათაურით: „ახალი კერპი უკვე აქაა".
გასულ სეზონში შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდთან ერთად ტიტული მოიგო და ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად (MVP) დასახელდა.
ევროლიგის 2024-2025 წლის სეზონში ქართველმა 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ის საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
„ბარსელონაში“ გადასვლამდე თორნიკე შენგელიამ ცხრა გუნდში ითამაშა, ხოლო მისი კარიერის გამორჩეული პერიოდი „ბასკონიას“ უკავშირდება, სადაც მან ექვსი წელი გაატარა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ახლა კი იგი კვლავ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით.