https://sputnik-georgia.com/20250721/jeihun-bairamovi-saqartvelos-ewveva-294227814.html
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანელი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T19:16+0400
2025-07-21T19:16+0400
2025-07-21T19:16+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862424_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_305755de08ef0bf8ba610504a3d0b0ba.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 22 ივლოისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტმიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგასსთან შეხვედრას სამშაბათს, 22 ივლისს გამართავს. უწყების ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს. ამასთან, დღეს თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. ორმხრივი ურთიერთობები საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა. ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/0f/286862424_212:0:2033:1366_1920x0_80_0_0_c1ee9b8b7a286740713ba413cd849361.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
აზერბაიჯანელი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 22 ივლოისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტმიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგასსთან შეხვედრას სამშაბათს, 22 ივლისს გამართავს.
უწყების ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.
ამასთან, დღეს თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.