https://sputnik-georgia.com/20250721/analitikosebi-turizmidan-rekordul-shemosavals-prognozireben-294219731.html
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა 21.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-21T10:52+0400
2025-07-21T10:52+0400
2025-07-21T12:17+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293996380_0:76:2049:1228_1920x0_80_0_0_6d4ca16068ea2c5384936a40fad3d509.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ანალიტიკოსები მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზს არ ცვლიან და 2025 წელს რეკორდულ, 4,5 მლრდ დოლარის ზრდას ვარაუდობენ, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.Galt & Taggart-ის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინაჯამში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,2%-ით მეტია. ანალიტიკოსების მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (ტურისტებისა და ერთდღიანი მოგზაურების ჩათვლით) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონ ადამიანს მიაღწია.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველომ 2025 წლის იანვარ-ივნისში 3,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც გასული წლისწ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია. ამასთან, ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტები 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი ადამიანი შეადგინა.ტურიზმის აღდგენაკორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/293996380_0:0:1823:1367_1920x0_80_0_0_cf69650ca1fc7d57a287e244fa26fd02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას პროგნოზირებენ
10:52 21.07.2025 (განახლებულია: 12:17 21.07.2025) 2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ანალიტიკოსები მიმდინარე წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზს არ ცვლიან და 2025 წელს რეკორდულ, 4,5 მლრდ დოლარის ზრდას ვარაუდობენ, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
Galt & Taggart-ის ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა
ჯამში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 6,2%-ით მეტია.
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა (ტურისტებისა და ერთდღიანი მოგზაურების ჩათვლით) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონ ადამიანს მიაღწია.
„ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო ტურისტული ვიზიტების რაოდენობის 10,7%-ით ზრდით (ვიზიტების მთლიანი რაოდენობის 80,1%), მაში როცა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით შემცირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველომ 2025 წლის იანვარ-ივნისში 3,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რაც გასული წლისწ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია. ამასთან, ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტები 6,9%-ით გაიზარდა და 2,3 მილიონი ადამიანი შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 7,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.