https://sputnik-georgia.com/20250720/saagentos-antibariuli-vaqcinis-sakmao-maragi-aqvs-294217079.html
მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს
მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს
Sputnik საქართველო
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში... 20.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-20T16:25+0400
2025-07-20T16:25+0400
2025-07-20T16:25+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24852/63/248526312_0:2:2993:1685_1920x0_80_0_0_38b0c97b6e9a835a1a2b936492069b9a.jpg
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს და ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებამ ბოლო დღეებში რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა.ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ.სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს. ასევე, თუ ცხოველს შეამჩნევენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანონ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართონ რაბიოლოგს.ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24852/63/248526312_92:0:2759:2000_1920x0_80_0_0_8faca37be5799572beff29a2a325957e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი აქვს და ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ ბოლო დღეებში რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა.
„გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას. დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ადამიანსა და ცხოველში ცოფის კლინიკურად გამოვლინების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურად მთავრდება.
ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელი და სხვა) ხორცისმჭამელი ცხოველი. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად.
დასნებოვნება ასევე შეიძლება გამოიწვიოს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრამ.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ გარეულ, მიუსაფარ ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს. ასევე, თუ ცხოველს შეამჩნევენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართონ ვეტერინარს.
სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანონ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართონ რაბიოლოგს.
ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.