https://sputnik-georgia.com/20250720/ra-etapzea-jutamde-misasvleli-gzis-reabilitacia-294217830.html
რა ეტაპზეა სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი
რა ეტაპზეა სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი
Sputnik საქართველო
სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა მეწყერმა დააზიანა. 20.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-20T18:06+0400
2025-07-20T18:06+0400
2025-07-20T18:06+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_0:58:800:508_1920x0_80_0_0_6ec8951b83c8e8e6069b6ff2d9bcde9c.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზის აღდგენაზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობენ, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა მიმდინარე წლის აპრილიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა.უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბისა და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება. გაზაზე ამჟამად საინჟინრო კვლევები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მეწყრისგან დასაცავად.ჯუთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა მთიან ყაზბეგში და მასზე მისასვლელი გზის გამართული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის, ისე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_23:0:778:566_1920x0_80_0_0_d5fee3b1169fbc04b21566ace5583fdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რა ეტაპზეა სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი
სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა მეწყერმა დააზიანა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზის აღდგენაზე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები მუშაობენ, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა მიმდინარე წლის აპრილიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბისა და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება.
„უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მეწყრის საფრთხე და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, ასევე, დავიწყებთ სამუშაოს დამეწყრილი ტერიტორიის გასაწმენდად“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინსიტრმა რევაზ სოხაძემ, რომელიც გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
გაზაზე ამჟამად საინჟინრო კვლევები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მეწყრისგან დასაცავად.
ჯუთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციაა მთიან ყაზბეგში და მასზე მისასვლელი გზის გამართული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის, ისე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.