https://sputnik-georgia.com/20250719/koda-farcxisi-manglisi-walka-ninowmindis-gzaze-sareabilotacio-samusaoebi-grzeldeba-294207486.html
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
Sputnik საქართველო
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და სრულად განახლდება. 19.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-19T12:42+0400
2025-07-19T12:42+0400
2025-07-19T12:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_bc6fecf17dd6ce66c5beb1b6de5e50e6.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.უწყების ცნობით, გზის 71-ე კილომეტრზე მიმდინარეობს რკინიგზის გზაგამტარის, ხოლო 74-ე კმ-ზე - წალკის ხევზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და სრულად განახლდება.რეაბილიტირდება 88 მეტრის სიგრძის გზაგამტარის სავალი ნაწილი და სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნები, გამაგრდება მისასვლელი ყრილები, მოეწყობა ახალი ტროტუარი, მოაჯირები და ფოლადის კონსტრუქციის დამცავი ღობე.ერთმალიანი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნების აღდგენა, ახალი ტროტუარისა და მოაჯირების მოწყობა.სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის უსაფრთხოების ხარისხსა და მის გამტარიანობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/12/294195158_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_a921a858f4eb9cb3ec638d6610f6cc43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და სრულად განახლდება.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, გზის 71-ე კილომეტრზე მიმდინარეობს რკინიგზის გზაგამტარის, ხოლო 74-ე კმ-ზე - წალკის ხევზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში და სრულად განახლდება.
რეაბილიტირდება 88 მეტრის სიგრძის გზაგამტარის სავალი ნაწილი და სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნები, გამაგრდება მისასვლელი ყრილები, მოეწყობა ახალი ტროტუარი, მოაჯირები და ფოლადის კონსტრუქციის დამცავი ღობე.
ერთმალიანი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნების აღდგენა, ახალი ტროტუარისა და მოაჯირების მოწყობა.
სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის უსაფრთხოების ხარისხსა და მის გამტარიანობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.