https://sputnik-georgia.com/20250719/-----------294214357.html
როგორ მიიჩვია ვახტანგ კიკაბიძემ მიუსაფარი ძაღლი "მიმინოს" გადაღებებზე - ვიდეო
როგორ მიიჩვია ვახტანგ კიკაბიძემ მიუსაფარი ძაღლი "მიმინოს" გადაღებებზე - ვიდეო
Sputnik საქართველო
ვახტანგ კიკაბიძის ერთ-ერთი ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი როლი კინოში - მფრინავის, ვალიკო მიზანდარის როლი ფილმ „მიმინოში“. გმირს რამდენიმე ეპიზოდში ახლავს... 19.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-19T16:47+0400
2025-07-19T16:47+0400
2025-07-19T22:47+0400
მულტიმედია
ვიდეო
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/13/294214187_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a8df8af7079c1cabd8cb70c63b949a9b.jpg
ფილმის ერთერთი თბილი ეპიზოდი უკავშირდება ძაღლს სახელად „ზარბაზანა“, რომელიც მუდმივად დაჰყვებოდა მთავარ პერსონაჟს, ვალიკო მიზანდარს და მასთან ერთად ვერტმფრენშიც კი ჯდებოდა.თავდაპირველად ეს როლი ერგო პატარა ძაღლს სახელად ჩაპა, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მაგრამ ის ძალიან მოვლილი იყო და რეჟისორს გიორგი დანელიას ეს არ მოეწონა.გადასაღები მოედნისკენ მიმავალ გზაზე დანელიამ შენიშნა მიუსაფარი ძაღლი - ეკალ-ბარდში, ჭუჭყიანი, ცალყურჩამოგდებული, მაგრამ ის ძალიან ამაყად დაიარებოდა, რამაც რეჟისორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.ძაღლი მაშინვე აიყვანეს და მან ჩაპას ნაცვლად როლი მიიღო. სანამ ფიქრობდნენ, როგორ მოეშინაურებინათ ძაღლი და ბრძანებები ესწავლათ, ვახტანგ კიკაბიძემ ეს საკუთარ თავზე აიღო.მას ჯიბეში სულ თან დაჰქონდა ძეხვის ნაჭრები და ძაღლი ყველაფერს უჯერებდა. როდესაც კამერა ირთვებოდა, კიკაბიძეს ხელში ძეხვი ეჭირა და ძაღლი უკან მიყვებოდა. ის უშიშრად ადიოდა ვერტმფრენში, იხედებოდა ილუმინატორში, ჯდებოდა, წვებოდა და საერთოდ სანიმუშოდ იქცეოდა. გადაღებების დროს ზარბაზანა მოსკოვშიც კი წაიყვანეს, სადაც ის ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/13/294214187_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_8f4d6651a993c055df607b1889186d7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, კულტურა საქართველოში, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, კულტურა საქართველოში, საქართველო, видео
როგორ მიიჩვია ვახტანგ კიკაბიძემ მიუსაფარი ძაღლი "მიმინოს" გადაღებებზე - ვიდეო
16:47 19.07.2025 (განახლებულია: 22:47 19.07.2025) ვახტანგ კიკაბიძის ერთ-ერთი ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი როლი კინოში - მფრინავის, ვალიკო მიზანდარის როლი ფილმ „მიმინოში“. გმირს რამდენიმე ეპიზოდში ახლავს ძაღლი სახელად ზარბაზანა, რომლის ეკრანზე გამოჩენას წინ მთელი ამბავი უძღოდა
ფილმის ერთერთი თბილი ეპიზოდი უკავშირდება ძაღლს სახელად „ზარბაზანა“, რომელიც მუდმივად დაჰყვებოდა მთავარ პერსონაჟს, ვალიკო მიზანდარს და მასთან ერთად ვერტმფრენშიც კი ჯდებოდა.
თავდაპირველად ეს როლი ერგო პატარა ძაღლს სახელად ჩაპა, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მაგრამ ის ძალიან მოვლილი იყო და რეჟისორს გიორგი დანელიას ეს არ მოეწონა.
გადასაღები მოედნისკენ მიმავალ გზაზე დანელიამ შენიშნა მიუსაფარი ძაღლი - ეკალ-ბარდში, ჭუჭყიანი, ცალყურჩამოგდებული, მაგრამ ის ძალიან ამაყად დაიარებოდა, რამაც რეჟისორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ძაღლი მაშინვე აიყვანეს და მან ჩაპას ნაცვლად როლი მიიღო. სანამ ფიქრობდნენ, როგორ მოეშინაურებინათ ძაღლი და ბრძანებები ესწავლათ, ვახტანგ კიკაბიძემ ეს საკუთარ თავზე აიღო.
მას ჯიბეში სულ თან დაჰქონდა ძეხვის ნაჭრები და ძაღლი ყველაფერს უჯერებდა. როდესაც კამერა ირთვებოდა, კიკაბიძეს ხელში ძეხვი ეჭირა და ძაღლი უკან მიყვებოდა. ის უშიშრად ადიოდა ვერტმფრენში, იხედებოდა ილუმინატორში, ჯდებოდა, წვებოდა და საერთოდ სანიმუშოდ იქცეოდა. გადაღებების დროს ზარბაზანა მოსკოვშიც კი წაიყვანეს, სადაც ის ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილეობდა.