https://sputnik-georgia.com/20250718/sasamartlom-antisamtavrobo-aqciebis-kidev-ert-monawiles-ganaceni-gamoutana-294203681.html
სასამართლომ ანტისამთავრობო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა
სასამართლომ ანტისამთავრობო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. 18.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-18T22:04+0400
2025-07-18T22:04+0400
2025-07-18T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეს, ანზორ კვარაცხელიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ჯიქია პოლიციელზე თავდასხმაში ცნეს დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, მან პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.კვარაცხელია სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. განაჩენის გამოცხადებამდე მან მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.აქციები თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში
სასამართლომ ანტისამთავრობო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს განაჩენი გამოუტანა
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეს, ანზორ კვარაცხელიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჯიქია პოლიციელზე თავდასხმაში ცნეს დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, მან პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.
კვარაცხელია სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა. განაჩენის გამოცხადებამდე მან მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.