https://sputnik-georgia.com/20250718/saqartvelos-mimartulebit-operirebas-axali-aviakompania-iwyebs-294196266.html
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს
Sputnik საქართველო
ამჟამად აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. 18.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-18T12:29+0400
2025-07-18T12:29+0400
2025-07-18T12:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24694/31/246943116_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_7bd228040194500cd0fe253b53816094.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება. ამჟამად აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 700 ათასამდე მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24694/31/246943116_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_3234c46baa454200b19b8639014204d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს
ამჟამად აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება.
Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.
ამჟამად აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 700 ათასამდე მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას.