რა ეტაპზეა სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის შეკეთება

© ministry of infrastructure of Georgiaგზის შეკეთება
გზის შეკეთება - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2025
გამოწერა
საქართველო მილიონობით თანხებს დებს სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ სტრატეგიულ მარშრუტში
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი სადახლო-წოფი-ახქერფის გზის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8,6 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული მონაკვეთი სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია რეგიონისთვის. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს: სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაციას, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენასა და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, წყალგამტარი მილების, ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომისა და ავტოპავილიონების მოწყობას, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოებს.
პროექტის ღირებულება 6,6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ყველა ახალი ამბავი
0