https://sputnik-georgia.com/20250717/xorblis-arebis-processi-300-mde-kombainia-cartuli-soflis-meurneobis-saministro-294182459.html
ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Sputnik საქართველო
ექსპერტების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში 180 ათას ტონამდე ხორბალი უნდა აიღონ 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T09:32+0400
2025-07-17T09:32+0400
2025-07-17T00:32+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294180414_0:183:2048:1335_1920x0_80_0_0_9d989f1e24a1df77803527108b3fd562.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik.ხორბლის მოსავლის აღება წარმატებით მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი, მოსავალი უკვე აღებულია 15,3 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოში ხდება. რეგიონის მიხედვით, პროცესი შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს. ექსპერტების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში 180 ათას ტონამდე ხორბალი უნდა აიღონ, რაც 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.უწყების ინფორმაციით, ქერი უკვე აღებულია 25.554 ჰექტარ ფართობზე.ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ჯამში შეისყიდეს 1364 ტონა ხორბალი, რომლის ჩაბარების საშუალო ფასი 0,70 ლარამდეა.პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ხორბლის მოსავლის ორგანიზებულ დაბინავებასა და ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას, აღნიშნავენ უწყებაში.ბაზრის მიმოხილვახორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესი ფართობი 56,7 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონა იყო.2024 წელს ქვეყანამ 150 ათასი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო, ხოლო ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 3 ტონამდე გაიზარდა.ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/10/294180414_12:0:2036:1518_1920x0_80_0_0_870e2c88ff677e751430ba21d6270283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ხორბლის აღების პროცესში 300-მდე კომბაინია ჩართული - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ექსპერტების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში 180 ათას ტონამდე ხორბალი უნდა აიღონ
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik.ხორბლის მოსავლის აღება წარმატებით მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი, მოსავალი უკვე აღებულია 15,3 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოში ხდება. რეგიონის მიხედვით, პროცესი შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს. ექსპერტების შეფასებით, 2025 წელს საქართველოში 180 ათას ტონამდე ხორბალი უნდა აიღონ, რაც 20%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, ქერი უკვე აღებულია 25.554 ჰექტარ ფართობზე.
ამ ეტაპზე ხორბლის გადამმუშავებელმა საწარმოებმა ჯამში შეისყიდეს 1364 ტონა ხორბალი, რომლის ჩაბარების საშუალო ფასი 0,70 ლარამდეა.
პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით, შექმნილია საორგანიზაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ხორბლის მოსავლის ორგანიზებულ დაბინავებასა და ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას, აღნიშნავენ უწყებაში.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ხორბლის წარმოება 6,5%-ით შემცირდა და 146,6 ათასი ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ხორბლის ნათესი ფართობი 56,7 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონა იყო.
2024 წელს ქვეყანამ 150 ათასი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო, ხოლო ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 3 ტონამდე გაიზარდა.
ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.