ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" დირექტორი ბაკურ ბაკურაძე გახდა

© photo: Bakur Bakuradze / FBბაკურ ბაკურაძე
ბაკურ ბაკურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმციით, არხის ყოფილი დირექტორი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2-ს" ახალი დირექტორი ჰყავს - „მედია ჰოლდინგის" ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია თავად „რუსთავი2"-მა დაადასტურა.
ბაკურაძე თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა. ავალიანი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ლიცენზიით ბაზარზე კომპანია „მედია ჰოლდინგი" ოპერირებს. აღნიშნული კომპანია „რუსთავი 2-მა" 2021 წელს „პრაიმ ტაიმთან" ერთად დააფუძნა. კომპანიაში „რუსთავი 2"-ის წილი 10%-ს, „პრაიმ ტაიმის" წილი კი 90%-ს შეადგენს.
ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის დირექტორის თანამდებობას, მას შემდეგ რაც არხი 2019 წლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, პაატა სალია იკავებდა. ამჟამად სალია იუსტიციის მინისტრია. ვაკო ავალიანი „რუსთავი 2"-ისა და Prime Time-ის ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი გახდა 2021 წელს გახდა.
რაც შეეხება დიზაინერსა და პროდიუსერ ბაკურ ბაკურაძეს, 2013 წელს ის იყო პიარ-სამსახურის უფროსი ნონო ბურჯანაძის პარტიაში „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.
ერთ-ერთ ინტერვიუში გან აღიარა: „16 მაისის მერე დაიწყო ჩემი პიარ-სამსახურის უფროსობა და ეს აუცილებლად გასაკეთებლი იყო . ამის შემდეგ თვითდინებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. საპრეზიდენტო არჩევებზე ქალბატონ ნინოს გვერდით ვიდექი. არანაირი პოლიტიკა, აქ მხოლოდ პიროვნული სიმპათია იყო. თან მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ფული არ აქვს, შეიძლება რაიმე შედეგი დადოს“.
ყველა ახალი ამბავი
0