https://sputnik-georgia.com/20250717/saqartvelos-semosavlebis-samsaxurma-uaryo-informacia-somxuri-satvirtoebis-secerebis-sesaxeb-294191607.html
საქართველოს შემოსავლების სამსხურმა უარყო ინფორმაცია სომხური სატვირთოების შეჩერების შესახებ
საქართველოს შემოსავლების სამსხურმა უარყო ინფორმაცია სომხური სატვირთოების შეჩერების შესახებ
Sputnik საქართველო
ადრე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განაცხადა, 15 ივლისს სომხეთში თხევადი აირით დატვირთული 44 ცისტერნა შევიდა და პრობლემა მოგვარდა. 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T19:42+0400
2025-07-17T19:42+0400
2025-07-17T19:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
შემოსავლების სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282112163_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1a81301a5dde143936c0c0399f974295.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სიცრუე უწოდეს მედიის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის გაზპროდუქტების „ბლოკირება“ ხდება.საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის“, და მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც რეგიონში ეკონომიკურ სტაბილურობას არღვევს. მსგავსი შინაარსის სიუჟეტები ოპოზიციური ტელეარხების ეთერშიც გავიდა.უწყების განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364.670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნეს უწყებაში.ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.როგორც ადრე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განაცხადა, 15 ივლისს სომხეთში თხევადი აირით დატვირთული 44 ცისტერნა შევიდა და პრობლემა მოგვარდა.ადრე სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთიდან მომავალი დაახლოებით 100 სატვირთო მანქანა შეაჩერეს.Sputnik-სომხეთის ცნობით, ტრანსპორტი GEZi-ს საბაჟო ტერმინალში ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს, ხანგრძლივი შეფერხების რისკებისა, მათ შორის ტემპერატურის ცვლილების გამო აფეთქების ალბათობის მიუხედავად.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282112163_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7761fb0f343086b4840794039ca6b648.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, შემოსავლების სამსახური
საქართველოს შემოსავლების სამსხურმა უარყო ინფორმაცია სომხური სატვირთოების შეჩერების შესახებ
ადრე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განაცხადა, 15 ივლისს სომხეთში თხევადი აირით დატვირთული 44 ცისტერნა შევიდა და პრობლემა მოგვარდა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სიცრუე უწოდეს მედიის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის გაზპროდუქტების „ბლოკირება“ ხდება.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის“, და მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც რეგიონში ეკონომიკურ სტაბილურობას არღვევს. მსგავსი შინაარსის სიუჟეტები ოპოზიციური ტელეარხების ეთერშიც გავიდა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების განცხადებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.
ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.
ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364.670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნეს უწყებაში.
ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
როგორც ადრე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორკ პაპოიანმა განაცხადა, 15 ივლისს სომხეთში თხევადი აირით დატვირთული 44 ცისტერნა შევიდა და პრობლემა მოგვარდა.
ადრე სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთიდან მომავალი დაახლოებით 100 სატვირთო მანქანა შეაჩერეს.
Sputnik-სომხეთის ცნობით, ტრანსპორტი GEZi-ს საბაჟო ტერმინალში ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს, ხანგრძლივი შეფერხების რისკებისა, მათ შორის ტემპერატურის ცვლილების გამო აფეთქების ალბათობის მიუხედავად.