https://sputnik-georgia.com/20250717/rogor-davisvenot-zafxulsi-da-tavidan-aviridot-problemebi-ivane-cxaizis-rcevebi-294182728.html
როგორ დავისვენოთ ზაფხულში და თავიდან ავირიდოთ პრობლემები - ივანე ჩხაიძის რჩევები
როგორ დავისვენოთ ზაფხულში და თავიდან ავირიდოთ პრობლემები - ივანე ჩხაიძის რჩევები
Sputnik საქართველო
ნანატრი შვებულება რომ უსიამოვნო თავგადასავლად არ იქცეს, დამსვენებლებმა ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T10:32+0400
2025-07-17T10:32+0400
2025-07-17T10:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507949_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_2fbd403cc2ba6ee69bda70cffcb9ca4e.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში ზაფხულის პერიოდში არსებობს ტკიპის, კვებით ინტოქსიკაციის და საცურაო აუზით სარგებლობისას ჰიგიენის წესების დარღვევის საფრთხე, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.ზაფხული აქტიური დასვენების სეზონია, რა დროსაც ადამიანები მიემგზავრებიან მთაში ან ზღვაზე. კურორტზე დასვენებამ კი შესაძლოა უსიამოვნო შედეგიც გამოიწვიოს.ტკიპები და მათი საფრთხეერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, რომელიც ტკიპას გადააქვს, ეს არის ბორელიოზი, ე.წ. ლაიმის დაავადება. ბორელიოზის მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში აღინიშნება. ბორელიოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, დაღლა და სხვა.ტყის პირას ან მინდორში სეირნობის შემდეგ, აუცილებელია კანის დათვალიერება. ტკიპა ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს კანზე მიკვრიდან 36 საათის შემდეგ.ტკიპის ზემოქმედება იწყება მას შემდეგ, როდესაც კანს ეკვრის, შემდეგ გამოწოვს სისხლს და ტკიპას კუჭ-ნაწლავიდან ხდება სანერწყვე ჯირკვლებში დაავადების გამომწვევის გავრცელება.ივანე ჩხაიძის თქმით, ტკიპის სწორად მოშორებას თავისი წესები აქვს, ამიტომ სასურველია, რომ ეს პროცედურა ექიმის მეთვალყურეობით მოხდეს.კვებითი მოწამვლამეორე უსიამოვნო მომენტი - კვებითი მოწამვლა. ექიმი დასძენს, რომ რძის პროდუქტები და ხორცპროდუქტები შენახული უნდა იყოს მაცივარში. მისი მოხმარება უნდა მოხდეს მაცივრიდან გამოღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა იყოს გარეცხილი გამდინარე წყალში.აუზის საფრთხედიარეული დაავადებების და კანის ინფექციების განვითარების კიდევ ერთი წყაროა აუზები. ამიტომ ექიმის რჩევაა, ყველამ მკაცრად დაიცვას ჰიგიენური წესები აუზით სარგებლოს დროს.მისი თქმით, ჰიგიენური აბაზანის მიღება აუზით სარგებლობის შემდეგაც არის აუცილებელი.მზის დაკვრაკიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს სითბური და მზის დაკვრა.ექიმები გვირჩევენ, უარი ვთქვათ მუქი ფერის ტანსაცმელზე, ვატაროთ თავსაბურავი და მზის აქტიურობის პიკში არ გავიდეთ სახლიდან, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება 12:00-დან 17:00 საათამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507949_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_ba9fab9bee636d563058fca304e096c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
როგორ დავისვენოთ ზაფხულში და თავიდან ავირიდოთ პრობლემები - ივანე ჩხაიძის რჩევები
ნანატრი შვებულება რომ უსიამოვნო თავგადასავლად არ იქცეს, დამსვენებლებმა ექიმების რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში ზაფხულის პერიოდში არსებობს ტკიპის, კვებით ინტოქსიკაციის და საცურაო აუზით სარგებლობისას ჰიგიენის წესების დარღვევის საფრთხე, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
ზაფხული აქტიური დასვენების სეზონია, რა დროსაც ადამიანები მიემგზავრებიან მთაში ან ზღვაზე. კურორტზე დასვენებამ კი შესაძლოა უსიამოვნო შედეგიც გამოიწვიოს.
ერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, რომელიც ტკიპას გადააქვს, ეს არის ბორელიოზი, ე.წ. ლაიმის დაავადება. ბორელიოზის მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში აღინიშნება. ბორელიოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, დაღლა და სხვა.
ტყის პირას ან მინდორში სეირნობის შემდეგ, აუცილებელია კანის დათვალიერება. ტკიპა ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს კანზე მიკვრიდან 36 საათის შემდეგ.
ტკიპის ზემოქმედება იწყება მას შემდეგ, როდესაც კანს ეკვრის, შემდეგ გამოწოვს სისხლს და ტკიპას კუჭ-ნაწლავიდან ხდება სანერწყვე ჯირკვლებში დაავადების გამომწვევის გავრცელება.
ივანე ჩხაიძის თქმით, ტკიპის სწორად მოშორებას თავისი წესები აქვს, ამიტომ სასურველია, რომ ეს პროცედურა ექიმის მეთვალყურეობით მოხდეს.
მეორე უსიამოვნო მომენტი - კვებითი მოწამვლა. ექიმი დასძენს, რომ რძის პროდუქტები და ხორცპროდუქტები შენახული უნდა იყოს მაცივარში. მისი მოხმარება უნდა მოხდეს მაცივრიდან გამოღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.
ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა იყოს გარეცხილი გამდინარე წყალში.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასმელი წყლის ხარისხი. არსებობს ადგილები, სადაც ცენტრალიზებული წყალი ხელმისაწვდომი არ არის, ჭის ან რომელიმე სხვა რეზერვუარის გამოყენება რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ ის წყალი, რომელიც მაღაზიაში იყიდება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
დიარეული დაავადებების და კანის ინფექციების განვითარების კიდევ ერთი წყაროა აუზები. ამიტომ ექიმის რჩევაა, ყველამ მკაცრად დაიცვას ჰიგიენური წესები აუზით სარგებლოს დროს.
„შხაპის მიღება აუზის წინ. კატეგორიულად აუცილებელია შხაპის მიღება. აუზით სარგებლობა წინასწარ არ ვიღებთ შხაპს შესაძლოა ასოცირებული იყოს დიარეული დაავადების განვითარების რისკთან“, - აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, ჰიგიენური აბაზანის მიღება აუზით სარგებლობის შემდეგაც არის აუცილებელი.
კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს სითბური და მზის დაკვრა.
ექიმები გვირჩევენ, უარი ვთქვათ მუქი ფერის ტანსაცმელზე, ვატაროთ თავსაბურავი და მზის აქტიურობის პიკში არ გავიდეთ სახლიდან, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს.
მზის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, ასევე არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება 12:00-დან 17:00 საათამდე.