https://sputnik-georgia.com/20250717/oqros-burti-xvica-kvaracxelia-pretendentta-ateulsi-adgils-inarcunebs-294185726.html
„ოქროს ბურთი“: ხვიჩა კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულში ადგილს ინარჩუნებს
„ოქროს ბურთი“: ხვიჩა კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულში ადგილს ინარჩუნებს
Sputnik საქართველო
ჟურნალი France Football ნომინანტების საბოლოო სიას აგვისტოში გამოაქვეყნებს 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T14:09+0400
2025-07-17T14:09+0400
2025-07-17T14:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/12/291798827_0:39:512:327_1920x0_80_0_0_60b39edfa9342948bc3527f5352f9608.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მონაცემები სპორტულმა პორტალმა Goal-მა („ჩელსი“ – „პსჟ“ – 3:0) განაახლა.„ოქროს ბურთი“ - ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, ცნობილია როგორც ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ჟურნალი France Football ნომინანტების საბოლოო სიას აგვისტოში გამოაქვეყნებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.განახლებულ სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა კვარაცხელიას გუნდელი ფორვარდი უსმან დემბელე, მეორე ადგილს იკავებს „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი, მესამეზეა – პსჟ-ის ნახევარმცველი ვიტინია.ტოპათეულში ასევე შედიან: რაფინია (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხი ფეხბურთელი: დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია და ნუნუ მენდეში.კვარაცხელიას პოზიციები ივნისთან შედარებით გაუარესდა. გასული თვის დასაწყისში ის მეშვიდე ადგილს იკავებდა. 2023 წლის შედეგებით, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა.2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/12/291798827_0:0:512:385_1920x0_80_0_0_f5ef057c4f6fc50cc653ef0778361510.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
„ოქროს ბურთი“: ხვიჩა კვარაცხელია პრეტენდენტთა ათეულში ადგილს ინარჩუნებს
ჟურნალი France Football ნომინანტების საბოლოო სიას აგვისტოში გამოაქვეყნებს
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მონაცემები სპორტულმა პორტალმა Goal-მა („ჩელსი“ – „პსჟ“ – 3:0) განაახლა.
„ოქროს ბურთი“ - ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, ცნობილია როგორც ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ჟურნალი France Football ნომინანტების საბოლოო სიას აგვისტოში გამოაქვეყნებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.
განახლებულ სიაში კვლავინდებურად პირველ ადგილზეა კვარაცხელიას გუნდელი ფორვარდი უსმან დემბელე, მეორე ადგილს იკავებს „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი, მესამეზეა – პსჟ-ის ნახევარმცველი ვიტინია.
ტოპათეულში ასევე შედიან: რაფინია (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე და „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხი ფეხბურთელი: დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია და ნუნუ მენდეში.
კვარაცხელიას პოზიციები ივნისთან შედარებით გაუარესდა. გასული თვის დასაწყისში ის მეშვიდე ადგილს იკავებდა. 2023 წლის შედეგებით, „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა.
2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა.