https://sputnik-georgia.com/20250717/msvidoba-uvizo-rejimze-mnisvnelovania-premierma-evrokavsiris-ultimatums-upasuxa-294188773.html
მშვიდობა უვიზო რეჟიმზე მნიშვნელოვანია - პრემიერმა ევროკავშირის ულტიმატუმებს უპასუხა
მშვიდობა უვიზო რეჟიმზე მნიშვნელოვანია - პრემიერმა ევროკავშირის ულტიმატუმებს უპასუხა
Sputnik საქართველო
დაუშვებელია ქართველი ხალხის შანტაჟი მისი არჩევანისა და იმის გამო, რომ არ სურს ხელისუფლებაში რადიკალები დაბრუნდნენ, მიაჩნია მთავრობის მეთაურს 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T19:58+0400
2025-07-17T19:58+0400
2025-07-17T19:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ევროკავშირის მხრიდან ულტიმატუმის შემთხვევაში, მზადაა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას მიანიჭოს უპირატესობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ბეატე გმინდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ითხოვა უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის ბოლო პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს - მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს, პრემიერის თქმით, ეგზისტენციალური საკითხებია.ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა ყველა მხარესთან ნებისმიერ საკითხზე ღია და შინაარსიანი დიალოგისთვის. მან აღნიშნა, რომ მთავრობას ყველა შესაბამის თემაზე მკაფიო პოზიცია და დასაბუთებული პასუხები აქვს.თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, ისინი, მისი თქმით, სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი საფუძველი არ არსებობს და ყველა წარმოდგენილი მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა „ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები“.„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა კობახიძემ.რა წერია წერილშიწერილში აღნიშნულია, რომ კომისიის 2024 წლის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.ამასთან დაკავშირებით, კომისია რიგი რეკომენდაციებით გამოვიდა. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ+პირთა უფლებების სრული დაცვა.ცალკე რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ ეს ჯერ არ გაკეთებულა, მიიღოს შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში.ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
მშვიდობა უვიზო რეჟიმზე მნიშვნელოვანია - პრემიერმა ევროკავშირის ულტიმატუმებს უპასუხა
დაუშვებელია ქართველი ხალხის შანტაჟი მისი არჩევანისა და იმის გამო, რომ არ სურს ხელისუფლებაში რადიკალები დაბრუნდნენ, მიაჩნია მთავრობის მეთაურს
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ევროკავშირის მხრიდან ულტიმატუმის შემთხვევაში, მზადაა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას მიანიჭოს უპირატესობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ბეატე გმინდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ითხოვა უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის ბოლო პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება და ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა.
„თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, - განაცხადა კობახიძემ.
ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს - მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს, პრემიერის თქმით, ეგზისტენციალური საკითხებია.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა ყველა მხარესთან ნებისმიერ საკითხზე ღია და შინაარსიანი დიალოგისთვის. მან აღნიშნა, რომ მთავრობას ყველა შესაბამის თემაზე მკაფიო პოზიცია და დასაბუთებული პასუხები აქვს.
თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, ისინი, მისი თქმით, სამართლებრივი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი საფუძველი არ არსებობს და ყველა წარმოდგენილი მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა „ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები“.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა კობახიძემ.
წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის 2024 წლის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზულ დარღვევებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ამასთან დაკავშირებით, კომისია რიგი რეკომენდაციებით გამოვიდა. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ+პირთა უფლებების სრული დაცვა.
ცალკე რეკომენდაცია ეხება ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ ეს ჯერ არ გაკეთებულა, მიიღოს შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად.
კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში.
ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.