https://sputnik-georgia.com/20250717/bolnissi-aralegaluri-rzis-sawarmoebi-armoacines-294188035.html
ბოლნისში არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
ბოლნისში არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
სოფელ რატევანში ამოღებული და დალუქულია 1580 ლიტრი რძე, 270 კგ სულუგუნი, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, ასევე 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T18:39+0400
2025-07-17T18:39+0400
2025-07-17T18:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/05/238130508_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_011acacab707451c1da6a2e87ae149dd.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამამუშავებელი ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ოთხივე მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა. მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. უწყების ცნობით, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი. „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/05/238130508_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_3c0d007dbf71bb1c8eb655a22bdbc209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ბოლნისში არალეგალური რძის საწარმოები აღმოაჩინეს
სოფელ რატევანში ამოღებული და დალუქულია 1580 ლიტრი რძე, 270 კგ სულუგუნი, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, ასევე 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამამუშავებელი ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
არალეგალური საწარმოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. ოთხივე მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
სააგენტოს მიერ სოფელ რატევანში ამოღებული და დალუქულია 1580 ლიტრი რძე, 5 ტომარა რძის ფხვნილი, 270 კგ სულუგუნი, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, ასევე 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი.
მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
უწყების ცნობით, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი.
„ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.