https://sputnik-georgia.com/20250717/aragvis-xidze-transportis-mozraoba-kvlav-seizrudeba-294187897.html
არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 17.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-17T18:02+0400
2025-07-17T18:02+0400
2025-07-17T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d578989cb4ca0a1752e345b87b152f7b.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე ხვალ, დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. უწყების ცნობით, არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_d57e305bdda2073067eb7a32ca928c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
არაგვის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
მდინარე არაგვის ხიდი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე ხვალ, დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.
„უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
უწყების ცნობით, არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.