https://sputnik-georgia.com/20250716/vakis-parkis-shadrevnebis-reabilitacia-iwyeba-294173383.html
ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ პარკის რესტავრაცია ბოლოს 2022 წელს განახორციელა. განახლებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, პარკის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, შადრევანში... 16.07.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-07-16T12:48+0400
2025-07-16T12:48+0400
2025-07-16T12:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/65/248536506_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3e842af53bada88887a8ce0750cf4ad5.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება ჩატარდება. თბილისის მერის თქმით, პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ამასთან, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.თბილისის მერიამ ვაკის პარკის აღდგენის მიზნით 47 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ტენდერი 2025 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც წინადადება წარადგინა, იყო „დაგმა“, რომელმაც სამუშაოს შესრულება 31,9 მლნ ლარად შესთავაზა.თბილისის მერიამ პარკის რესტავრაცია ბოლოს 2022 წელს განახორციელა. განახლებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, პარკის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა - სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ - მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.გამოძიების ვერსიით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა ყალბი პროექტი, რომელიც ელექტრომოწყობილობის დამონტაჟებისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს არ შეესაბამებოდა. შედეგად „გრინსერვისმა“ შეასრულა სამუშაო, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.მომხდარ ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს - ცხრავე პირი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე დამნაშავედ ცნეს.ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/65/248536506_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c86f61311e9228c737a14a4b91ef493a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ პარკის რესტავრაცია ბოლოს 2022 წელს განახორციელა. განახლებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, პარკის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, შადრევანში ჩასული 13 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება ჩატარდება.
„სამუშაოების ფარგლებში არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა, სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები. ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ამასთან, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.
„ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა იყო, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის აღდგენის მიზნით 47 მილიონი ლარის ღირებულების ახალი ტენდერი 2025 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც წინადადება წარადგინა, იყო „დაგმა“, რომელმაც სამუშაოს შესრულება 31,9 მლნ ლარად შესთავაზა.
თბილისის მერიამ პარკის რესტავრაცია ბოლოს 2022 წელს განახორციელა. განახლებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს, პარკის ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა - სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ - მხოლოდ ორი მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა.
გამოძიების ვერსიით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა ყალბი პროექტი, რომელიც ელექტრომოწყობილობის დამონტაჟებისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს არ შეესაბამებოდა. შედეგად „გრინსერვისმა“ შეასრულა სამუშაო, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
მომხდარ ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს - ცხრავე პირი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე დამნაშავედ ცნეს.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.